მოურინიოს თქმით, ატლეტიკო საშიში მეტოქე იყო

AutoSharing Option
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "ატლეტიკოსთან" მოგებული მატჩის შემდეგ ახსნა, თუ რატომ დააგდო მისმა გუნდმა ტემპი ორი გატანილი გოლის შემდეგ. შეხვედრის 19-ე წუთზე ანგარიში უკვე 2:0 იყო. მწვრთნელის აზრით, ის რომ თამაში სანახაობრივი არ გამოდგა, "სამეფო კლუბის" ბრალი კი არა, "ატლეტიკოს" დამსახურებაა.

- მეტოქედ შესანიშნავი გუნდი გვაყვდა, "ატლეტიკომ" პრობლემების შექმნა იცის. ეს არ არის ჩვეულებრივი გუნდი. ფლორესის შეგირდები რთული მოწინააღმდეგეები არიან.

- გუნდი დაიღალა?
- ეს ნორმალურია. თამაში მიმდინარეობის გაკონტროლება უნდა შეგეძლოს. მოედანზე მარტონი არ ვყოფილვართ. "ატლეტიკო" სახიფათო მეტოქეა, რომელთანაც
აუცილებელია ბურთი დაიჭირო. ტემპი ამ მიზეზით დავაგდეთ და არა დალილობის გამო. თუ სანახაობრივი ფეხბურთი ვერ ვანახეთ, ჩვენი ბრალი არაა, ეს მეტოქის დამსახურებაა.

- რას იტყოდით ბენზემას შესახებ?
- მან მოედანზე ყველა სამწვრთნელო დავალება შეასრულა. შემდეგ მატჩში "მურსიასთან" საშუალება ექნება აჩვენოს, რომ ყოველდღიურად პროგრესს განიცდის. ბენზემა ძირითად შემადგენლობაში იქნება.

- როდის წააგებს "რეალი"?
- არასდროს იცი, როგორ აეწყობა დღე. ოდესმე ჩვენც წავაგებთ, მაგრამ გამარჯვების ჩუქებას არავისთვის ვაპირებ.

- კრიშტიანუ რონალდომ ამჯერად ვერ გაიტანა.
- არ შემიძლია მისგან ყველა მატჩში გოლების გატანა მოვითხოვო.


მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული