იუბილარი ფაბიანო პრიმერას ჩემპიონობაზე ოცნებობს

AutoSharing Option
"სევილიას" თავდამსხმელმა ლუის ფაბიანომ "ვალენსიასთან" პრიმერადივიზიონის მე-10 ტურის მატჩის წინ განცხადა, რომ მომავალ დაპირისპირებაში გამარჯვება, მისთვის დაბადების დღის აღსანიშნავად საუკეთესო საჩუქარი იქნებოდა. ფეხბურთელმა თქვა, რომ ოცნებობს ანდალუსიური კლუბის შემადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონატი მოიგოს.

"ღამურებთან" გამარჯვება ჩემთვის დაბადების დღეზე საუკეთესო საჩუქარი იქნება. საერთოდ კი მსურს, "სევილიასთან" ერთად ოდესმე პრიმერა მოვიგო. თუმცა "რეალთან" და "ბარსელონასთან" ლიდერობისთვის ბრძოლა ძალიან რთულია. ჩვენი ამოცანა ამ სეზონში სამეულში შესვლაა. ამიტომ აუცილებელია "ვალენსიას" მოვუგოთ. რა თქმა უნდა, ორშაბათს თამაშიც უჩვეულოა", - განაცხადა ფაბიანომ.

"სევილია" მიმდინარე სეზონში საკუთარ შესაძლებლობებთან
შედარებით დაბალ დონეზე თამაშობს, მაგრამ ისეთი ჩინებული მწვრთნელისა და კარგი ადამიანის მოსვლა გუნდში, როგორიც მანსანოა, "სევილიას" ოპტიმიზმით აღავსებს", - აღნიშნა თავდამსხმელმა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული