კრიშტიანო რონალდო: ინგლისური ფეხბურთი მენატრება...

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო მეუღლესთან, მოდელ ირინა შეიკთან ერთად აზიურ ტურნეშია. ახლახან მან სინგაპური მოინახულა, თუმცა ჟურნალისტები პორტუგალიელს არც აზიაში ასვენებენ.

სინგაპურში რონალდოს "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნების შესაძლებლობაზე ჰკითხეს:

"ძალიან მენატრება ინგლისური ფეხბურთი. ჩემი აზრით, "მანჩესტერ იუნაიტედში" კარიერის საუკეთესო წლები გავატარე. ყველამ კარგად იცის, რომ ეს კლუბი ჩემთვის კვლავ ბევრს ნიშნავს, ის ჩემს გულში დარჩა.

მაგრამ ახლა ესპანეთის ჩემპიონატში ვთამაშობ და ცხოვრების ამ ეტაპს ესპანეთში ვატარებ. მომავალში არ ვიცი, რა იქნება. ახლა კი თავს ბედნიერად ვგრძნობ"
, - განაცხადა რონალდომ.

ასევე
იხილეთ:

ფლორენტინო პერესი: კრიშტიანო რონალდოსთან კონტრაქტის გაგრძელებას სეზონის წინ გამოვაცხადებთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული