რონალდომ ტელეგრაფს მოუგო

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდოს გამარჯვებით დასრულდა სასამართლო პროცესი, სადაც პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ბრიტანულ ტაბლოიდ “დეილი ტელეგრაფს” ცრუ ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის უჩივლა. კერძოდ, საქმე ეხებოდა ჯერ კიდევ რონალდოს “მანჩესტერში” თამაშის დროს დაბეჭდილ სტატიას, სადაც ეწერა, რომ ტრავმის დროს უქმად მყოფმა ფეხბურთელმა ლოს ანჯელესის ერთ-ერთ დისკოთეკაზე მოილხინა, რაც დაშავებული მოთამაშისთვის აკრძალული იყო.

სასამართლომ გაარკვია, რომ რონალდოს მსგავსი რამ არ ჩაუდენია და “დეილი ტელეგრაფს” მისთვის სოლიდური ფინანსური კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

“ძალიან ბედნიერი ვარ, სიმართლემ რომ იზეიმა. დიდი მადლობა ყველას, ვისაც ჩემი სჯერო
და, განსაკუთრებით კი სერ ალექს ფერგიუსონსა და “მანიუს” მაშინდელ კაპიტან როი კინს, რომლებმაც დამიჯერეს და სტრესიდან გამოსვლაში დამეხმარნენ”, - ამბობს რონალდო.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული