"რეალის" ლაზარეთს, რომელიც სულ სამკაციანი იყო (გარაი, გაგო და კაკა), არგენტინელი მცველი ესეკიელ გარაი გამოაკლდა, თუმცა მისი თანამემამულე ფერნანდო გაგოს მდგომარეობა შემაშფოთებელია. "სამეფო კლუბის" ექიმთა შტაბმა აღიარა, რომ სარეაბილიტაციო კურსმა ამაოდ ჩაიარა, კურსის მიწურულს გაგოს მტკივანმა მუხლმა თავი ძველებურად შეახსენა და მას კიდევ 3 კვირით მოუწევს უქმობა. 24 წლის არგენტინელის დაბრუნება ჯერ სექტემბრის ბოლოს გადაიდო, ახლა კიდევ ერთხელ გახდა ცნობილი, რომ გაგო ვერ ითამაშებს.
მალიორკამ უეფასთან წააგო, ახლა მანსანოს ერჩის
"მალიორკამ" სამოქალაქო სასამართლოში უჩივლა უეფას ევროთასებიდან მოკვეთისთვის, მაგრამ ბალეარულმა კლუბმა
"მალიორკას" ხელმძღვანელობამ ამ ფრონტზე ბრძოლაზე ხელი კი ჩაიქნია, მაგრამ ახალი "გასართობი" გამოუჩნდა (თუ გამოიჩინა) - კლუბი აპირებს ყოფილ მწვრთნელ გრეგორიო მანსანოს 250 ათასი ევრო მოსთხოვოს. თავის მხრივ კი მანსანო "მალიორკას" ყოფილ მფლობელ მატეო ალემანის 2,2 მილიონ ევროზე ედავება. "მარკა" მიიჩნევს", რომ "მალიორკას" არც ამ საქმიდან გამოუვა რამე... ისევე როგორც, არც თავად მანსანოს.
პელეგრინი წარმატების ფორმულის ძიებაში
"რეალის" ყოფილი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი "მალაგაში" საქმიანობას შეუდგა. მან უკვე ჩაატარა გუნდის ორი ვარჯიში - ანდალუსიური კლუბი "ერკულესთან" სათასო მატჩისთვის ემზადება, რომელიც ხუთშაბათს გაიმართება. "ჩვენ ჯერ კიდევ იმ ფორმულის ძიებაში ვართ, რომელიც ყველაზე უკეთ "იმუშავებს" "მალაგაში". თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, სად ვიმყოფებით და რაც შეიძლება მალე მოვიპოვოთ მნიშვნელოვანი ქულები, რომ ცხრილის ფსკერს თავი დავაღწიოთ. უპირველესად დაცვის თამაშია გამოსასწორებელი - 22 გაშვებული ბურთი ძალიან ბევრია", - განაცხადა "მარკასთან" საუბარში ჩილელმა სპეციალისტმა.
პანდიანი ნოემბერში გამოირიცხა
"ოსასუნას" ურუგვაელი ფორვარდის, ვალტერ პანდიანის ორი მიკროტრავმა, რომლებიც მან ამას წინათ მიიღო, კიდევ რამდენიმე კვირით არ მისცემს თამაშის საშუალებას. პანდიანის მარცხენა ფეხი წვივი აქვს დაზიანებული. "ოსასუნას" სამედიცინო შტაბი ვარაუდობს, რომ პამპლონელთა მთავარი დამრტყმელი ძალა კიდევ ერთ თვეს დაისვენებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"