მადრიდის "რეალმა" ასიერ ილიარამენდი 39 მილიონად იყიდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" "რეალ სოსიედადიდან" 23 წლის ნახევარმცველი ასიერ ილიარამენდი იყიდა. მადრიდულმა კლუბმა მის სანაცვლოდ 38,9 მილიონი ევრო გადაიხადა.

მადრიდელთა ოფიციალური საიტის ცნობით, ილიარამენდი 13 ივლისს წარუდგება პუბლიკას. მანამდე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ხელს 6-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს.

ბასკი ნახევარმცველი სანსებასტიანური კლუბის აღზრდილია. პირველად მას დებიუტი ძირითად გუნდში 2009/10 წლების სეზონში ჰქონდა. უკვე ორი სეზონია, ასიერი "რეალ სოსიედადის" სასტარტო შემადგენლობის წევრია.

მისი კარგი თამაშის დამსახურებაცაა, რომ ბასკებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვეს და "ვალენსია" ხელცარიელი დატოვეს.

ილიარამენდის "რეალ სოსიედადთან" კონტრაქტში ეწერა, რომ მისი
გამოსყიდვის თანხა 30 მილიონი ევროა, დანარჩენი კი ხაზინაში გადასახდელია, რომელიც მოლაპარაკების თანახმად, ასევე "რეალმა" გადაიხადა.

ასევე იხილეთ:
ტიაგო და ძმანი მისნი - ისრაელიდან დანახული მომავლის ნაკრები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული