პირველი თამაში, გეხსომებათ, "კორდობამ" 2:0 მოიგო. ბევრი ფიქრობდა, რომ სეგუნდა დივიზიონის გუნდი ამ უპირატესობის შენარჩუნებას შეძლებდა, მაგრამ დაიწყო საპასუხო შეხვედრა და "რასინგი" ჯერ ივან ბოლადოს
აი, "ესპანიოლს" კი სულაც არ გასჭირვებია პრიმერას ყოფილი ბინადარის, "ვალიადოლიდის" გაგდება. პირველი თამაში ბარსელონელებს 2:0 ჰქონდათ მოგებული. ამის მიუხედავად, მაურისო პოჩეტინიომ თითქმის ძირითადი შემადგენლობა გამოიყვანა საპასუხო დაპირისპირებაშიც. მე-10 წუთზე "ვალიადოლიდმა" დაწინაურების ოქროს შანსი გაუშვა ხელიდან, საჯარიმოში ხელით ფორლინმა ითამაშა, მაგრამ ანტონიო კალემ პენალტი ვერ გაიტანა. ვინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, რომ არა ეს პენალტი. მე-2 ტაიმში კი "ვალიადოლიდის" ბედი ხოფრეს გაძევებამ გადაწყვიტა. ფეხბურთელს დამრიგებელი ანტონიო გომესიც მიაყოლეს, რომელმაც ენერგიულად გააპროტესტა წითელი ბარათი. 68-ე წუთზე პაბლო ოსვალდო ორ მცველს გასცდა და ისე გაიტანა, თუმცა "ვალიადოლიდმა" ღირსების გოლი მაინც გაიტანა, რომელიც ანტონიო ბარაგანმა შეაგდო - 1:1.
რასინგი-კორდობა 2:0 (1:1 დ.დ.) (0:2 პირველი მატჩი)
გოლები: 1:0 ბოლადო (25), 2:0 კენედი (72), 3:0 ედუ ბედია (102), 3:1 ლუკე (120-პენ)
ესპანიოლი-ვალიადოლიდი 1:1 (2:0)
გოლები: 1:0 ოსვალდო (68), 1:1 ბარაგანი (77-პენ)
გაძევება: ხოფრე (51. ვალიადოლიდი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"