კრიშტიანო რონალდოს ახალ სეზონში 70 გოლის გატანა სურს

AutoSharing Option
უკვე ვწერდით, რომ კრიშტიანო რონალდოს შემართება ძალიან მოეწონა მადრიდის "რეალის" ახალ თავკაც კარლო ანჩელოტის. ესპანური მედიისთვის რონალდოს პირადი მიზანიც გახდა ცნობილი - 70 გოლი სეზონში!

პორტუგალიელი ფორვარდი მოწადინებულია, 2011/12 წლების სეზონის რეკორდი დაამხოს, როცა მან სეზონში 67 გოლი გაიტანა (60 ოფიციალურ მატჩებში და 7 ამხანაგურებში).

რონალდო იმედოვნებს, რომ რეკორდის დამყარებაში მას თანაგუნდელები დაეხმარებიან.

ანჩელოტი კი პორტუგალიელს ნამდვილ პროფესიონალს და ახალგაზრდების მისაბაძ მაგალითს უწოდებს.

ასევე იხილეთ:
კარლო ანჩელოტი: კრიშტიანო რონალდო უკვე კარგ ფორმაშია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული