მილიტო წლეულს გამოირიცხა

AutoSharing Option
მართალია, გაბირელ მილიტომ "სეუტასთან" შეხვედრაში გოლი გაიტანა, მაგრამ ეს მატჩი მისთვის მაინც ძალზე უიღბლო გამოდგა - მან საზარდული დაიზიანა და ახლა 6 კვირით უქმობა მოუწევს. ანუ, დიდი შანსია, წლეულს არგენტინელი მცველი მოედანზე ვეღარ ვიხილოთ. ტაიმის მიწურულს აფრიკული ქალაქის გუნდის ფორვარდთან ორთაბრძოლაში მილიტომ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე ერიკ აბიდალი ვიხილეთ.

ბოლო წლებია 30 წლის მილიტო სხვადასხვა ტრავმამ დატანჯა. ხოსეპ გვარდიოლას ამ ტრავმამ საფიქრალი გაუჩინა: დაცვის ცენტრში კარლეს პუიოლის პარტნიორი "ვილიარელთან" მატჩისთვის მოსაძებნი ჰყავს... ალბათ, ისევ აბიდალი...


ორნი დაბრუნდნენ, გუარენტე
სეზონის ბოლომდე გამოირიცხა
"სევილიას" მთავარი გოლკიპერი ანდრეს პალოპი უბრუნდება. არის შანსი გამოცდილმა მეკარემ უკვე ამ უიქენდზე, "სარაგოსას" წინააღმდეგ ითამაშოს. 37 წლის პალოპმა "ბარსელონასთან" თამაშისთვის მზადებისას, ვარჯიშზე დაიზიანა კუნთი, რის გამოც თითქმის სამი კვირის გაცდენა მოუხდა. ანდალუსიური კლუბის კარში მას ხავი ვარასი ცვლიდა. სკანირებამ აჩვენა, რომ კუნთი მოსალოდნელზე უკეთ რეაგირებს, ამიტომაც გაჩნდა შანსი პალოპმა "ლა რომალედაზე" ითამაშოს.

გრეგორიო მანსანოს გუნებას გამოიკეთებს ფედერიკო ფასიოს გამოჯანმრთელებაც. მცცველი 6 კვირა ვერ თამაშობდა, მაგრამ გუშინ მან სრულფასოვნად ივარჯიშა და ტრავმის კვალიც აღარ ეტყობოდა. სამაგიეროდ, გუშინ მუხლის ოპერაცია გაიკეთო ნახევარმცველმა ტიბერიო გუარენტემ, რომელსაც ხანგრძლივი აღდგენითი პროცესი ესაჭიროება. მისთვის სეზონი დასრულებულია.


რონალდო - 200

კრიშტიანო რონალდოს გოლი "მურსიას" კარში პორტუგალიელი ფეხბურთელისთვის კარიერაში მეორასეა. პროფესიულ კარიერაში რონალდოს გოლები ასე გადანაწილდა: 5 ლისაბონის "სპორტინგის" მაისურით, 118 - "მანჩესტერ იუნაიტედში", 29 - პორტუგალიის ნაკრებში და 48 - "სამეფო კლუბში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული