მოურინიო მსაჯს ბოდიშს უხდის

AutoSharing Option
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ცდებოდა, როდესაც "მურსიასთან" სათასო მატჩის არბიტრი რომერო პარადასი გააკრიტიკა, რომელმაც მოედნიდან მისი გუნდის მცველი ალვარო არბელოა გააძევა.

მას შემდეგ, რაც რეფერიმ ესპანელს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, პორტუგალიელმა სპეციალისტმა არბიტრთან აყალმაყალი გამართა. შედეგად შეხვედრის დარჩენილ ნაწილისთვის მოურინიოს თვალის დევნება ტრიბუნიდან მოუხდა. ამასთან, "ჩელსისა" და "ინტერის" ყოფილი მწვრთნელი გამოტოვებს ესპანეთის ჩემპიონატში თავისი გუნდის უახლოეს დაპირისპირებას ხიხონის "სპორტინგთან".

"მეორე ყვითელი ბარათი აბსოლუტურად სამართლიანი იყო. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. როდესაც პარადასს ვნახავ, აუცილებლად მოვუხდი ბოდიშს", -
აცხადებს მოურინიო.


მომზადებულია AP-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული