"მარკა": მადრიდის "რეალის" I ტურის შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
ესპანური "მარკას" ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ უკვე იცის, რა გუნდს დაუპირისპირებს ლა ლიგის I ტურში "ბეტისს".

შეგახსენებთ, რომ სეზონის სასტარტო მატჩში, 18 აგვისტოს "რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" სევილიურ კლუბს უმასპინძლებს.

"მარკა" ამტკიცებს, რომ ყველაფერი გარკვეულია - "სამეფო კლუბი" 4-4-1-1 სისტემით ითამაშებს.

კარში კაპიტანი იკერ კასილიასი ჩადგება, მიუხედავად იმისა, რომ დიეგო ლოპესმა "ინტერთან" მატჩში სასწაულები ჩაიდინა. ბოლო გამოკითხვის მიხედვით, სამჯერ მეტ ფანს კარში კაპიტანი სურს და იტალიელი, მოურინიოს მსგავსად, მათ წინააღმდეგ ვერ წავა.

დაცვის ოთხეული ასეთია: "ლევერკუზენიდან" დაბრუნებული კარვახალი, პეპე,
სერხიო რამოსი
და მარსელო.

ნახევარდაცვაში მარჯვნიდან მარცხნივ ითამაშებენ: მესუთ იოზილი, კაზიმირუ, ლუკა მოდრიჩი და ისკო.

წინ კრიშტიანო რონალდო და ერთადერთ ცენტრფორვარდად ქარიმ ბენზემა გაირჯებიან.

11-ეულში ყველაზე უცნაური კაზემირუს მოხვედრაა, თუმცა ბრაზილიელმა ახალწვეულმა ეს შედეგიანი და გააზრებული თამაშით დაიმსახურა.

ასევე იხილეთ:
კარლო ანჩელოტი: კოენტრაო ფიქრობს, ხედირა და დი მარია რჩებიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული