მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეებმა ეკვადორს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. თავი ალვარო ნეგრედომ და სანტი კასორლამ გამოიჩინეს.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი კასორლას გოლი იყო, რომელმაც მასპინძელთა კარში ბურთი ქუსლით გადაგზავნა.
"ჩვენ წინააღმდეგ თამაშობდა გუნდი, რომელთან გამარჯვებისთვისაც საჭირო იყო, თავი სათანადოდ წარმოგვეჩინა. ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ.
ადრეც მითქვამს, რომ კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს, თუმცა ნდობას კვლავ ვუცხადებთ მათ, ვისაც ეროვნული გუნდის მაისურით წარმატებებს
რაც შეეხება ალვარო ნეგრედოს, მისგან ძალიან ბევრს ველით. აღფრთოვანებული ვარ იმით, თუ როგორ მოქმედებს ის მეტოქეთა საჯარიმოში", - თქვა მატჩის შემდეგ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონთა დამრიგებელმა.
ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014 და ამხანაგური მატჩები: ირლანდიური ხაფანგი მაესტროსთვის [VIDEO]