წყალქვეშა ნავი და მესის ორი ტორპედო

AutoSharing Option
"კამპ ნოუზე" ამ სეზონის რეკორდი დამყარდა - 90 ათასი მაყურებელი მივიდა "ბარსელონასა" და "ვილიარეალის" დაპირისპირებაზე. კატალონიურ-ლევანტურ დუელს ტურის მატჩის სტატუსს ამ ორი კლუბის სატურნირო მდგომარეობა აძლევდა - "ბარსელონა" 25 ქულით მეორე ადგილზე იყო, "ვილიარეალი" მას 2 ქულით ჩამორჩებოდა. აქამდე დიდებულად მოთამაშე "ყვითელ წყალქვეშა ნავს" უდიდესი გამოცდა ელოდა წინ, რომელიც გუნდმა მართალია, არ ჩააფლავა, მაგრამ ვერც რამეს გამორჩა. მატჩის მთავარი გმირები ლეო მესი და თანამსაჯები იყვნენ. პირველმა მეორე ტაიმში ორჯერ აიღო ლევანტელთა კ
არი, არბიტრის დამხმარეებმა კი უაზროთ აფრიალეს ალმები, ნაღდი გოლი არ ჩათვალეს და საეჭვო კი "გაატარეს". საბოლოოდ, "ბარსამ" 3:1 მოუგო კონკურენტს, მას 5 ქულით დაშორდა და დროებით გალიდერდა.

დაიწყო თამაში და პეპ გვარდიოლას ბიჭებმა აგრძნობინეს მეტოქეს, ვინ არის "კამპ ნოუს" ბატონ-პატრონი. "ვილიარეალი" ხეირიანად ვერ გადადიოდა მეტოქის ნახევარზე, შეტევის ორგანიზებაზე კი საერთოდ ვერ ფიქრობდა. ასეთ ზეწოლას დედამიწის ზურგზე ვერც ერთი გუნდი გაუძლებს დაუსრულებლად და დიეგო ლოპესის კარის ცხრაკლიტულიც 22-ე წუთზე გააღო დავიდ ვილიამ. წინა სეზონებში ვილიასთვის "ელ სუბმარინოსთან" შეხვედრა დერბის ნიშნავდა, ახლაც "ელ გუახე" გაორმაგებული ენთუზიაზმით თამაშობდა. მან ანდრეს ინიესტას პასი შეირგო და ლოპესს იოტისოდენა შანსი არ დაუტოვა გუნდის გადარჩენის. 3 წუთში "ბარსამ" მეორე კი გაიტანა, მაგრამ ვინ ჩაუთვალა! საპასუხო კონტრშეტევისას კი ნილმარმა დაამტკიცა, რომ ბრაზილიის ნაკრების წევრი ტყუილუბრალოდ არაა, მარტო გაუმკლავდა პუიოლის თამადობით მასპინძელთა დაცვას და ძელის დახმარებით გაათანაბრა - 1:1.

"ბარსელონა" წლეულს მთლად დამაჯერებლად ვერ თამაშობს შინ, ამიტომაც პირველი ტაიმის შემდეგ ბევრს ეპარებოდა ეჭვი, რომ კატალონიური გრანდი შეძლებდა მატჩის მისთვის სასიკეთოდ დასრულებას. მაგრამ სულ სხვა აზრის იყო ლეო მესი: 58-ე წუთზე მან და პედრომ ისე გაითამაშეს ბურთი საჯარიმოში, თითქოს "ელ სუბმარინოს" ღირსებას მსოფლიოს ორი ჩემპიონი მცველი არ იცავდეს, არგენტინელის მეორე გოლი კი კი შედევრთა კატეგორიიდან იყო...

ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა): "ვილიარეალი მომეწონა. ეს გუნდი ტყუილად არ არის ბოლო წლებში მუდამ ლიდერთა შორის. ისინი კარგად თამაშობენ, სახიფათოდ უტევენ. წლეულს ყველაზე მეტად "ვილიარეალთან" გაგვიჭირდა თამაში. ერიკ აბიდალმა კარგად ითამაშა დაცვის ცენტრში. მან ნილმარსა და როსის თავიანთი შესაძლებლობების ნახევრის გამოვლენის საშუალება არ მისცა. ბიჭები თავს კარგად გრძნობენ და მომავალი ბატალიებისთვის მზად არიან".

სხვათა შორის, გვარდიოლას მცირე ინციდენტი მოუვიდა ხუან კარლოს გარიდოსთან. ამას წინათ პეპს პრობლემები მეტოქე გუნდის თავკაცთან ჩემპიონთა ლიგის მატჩშიც ჰქონდა დანიაში, თუმცა თავად ამას დიდ ყურადღებას არ აქცევს: "მოსახდენი მოხდა, ასეთი რამ ხდება ხოლმე, მაგრამ მალე მიეცემა დავიწყებას".

ხუან კარლოს გარიდო (ვილიარეალი): "ჩვენ შევეცადეთ კარგად გვეთამაშა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ მსოფლიოში საუკეთესო გუნდთან. პირადად კმაყოფილი ვარ თამაშით. თამაში მცირე დეტალების ერთობლიობას შეადგენს, სწორედ ამ მცირე დეტალების გამო "ბარსამ" ჩვენზე ორით მეტი გაიტანა. გვარდიოლასთან ინციდენტი არ ყოფილა სერიოზული, ორივე ვაპროტესტებდით მსაჯის გადაწყვეტილებას, მან კი, რატომღაც, ამის გაკეთება ამიკრძალა".

მადრიდში მიძინებულმა ვულკანმა სახელად დიეგო ფორლანი გაიღვიძა! მუნდიალის საუკეთესო მოთამაშემ ფაქტობრივად მარტომ მოუგო "ოსასუნას" - "ატლეტიკოს" ურუგვაელი ფორვარდის ანგარიშზე ორი გოლი და საგოლე პასია, მეტი გოლი პამპლონელთა კარში არც გასულა - 3:0. 

"ატლეტიკომ" ამ მატჩით დაასრულა სამმატჩიანი მოუგებელი სერია. როცა ესპანეთის ნაკრების მარცხენა მცველი ნაჩო მონრეალი გაუძევეს სტუმრებს, თამაშის დასრულებამდე ნახევარი საათი კიდევ იყო დარჩენილი, "ატლეტიკო" ფორლანისა და "კუნ" აგუეროს გოლების წყალობით 2:0-ს იგებდა, აქამდეც "ცალკარა" იყო, შემდეგ კი "ატლეტიკოს" უპირატესობა აბსოლუტური გახდა, ფორლანმა მონრეალის გაძევებიდან ათ წუთში დუბლი შეასრულა.

დიეგო ფორლანი (ატლეტიკო): "მგონი, ამ მატჩით კრიტიკოსებს სათანადო პასუხი გავეცი. თავს დიდებულ ხასიათზე ვგრძნობ, სპეციალური ვარჯიშები ფორმის შენარჩუნებაში დამეხმარა. კარგად მესმის მწვრთნელის და მისი ნებისმიერი დავალება ჩემთვის უმთავრესია. შეიძლება, ყოველთვის კარგად ვერ ვითამაშო, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, ბოლომდე დავიხარჯო".  

"სან მამესზე" ბილბაოს "ატლეტიკმა" 9 კაცით შეძლო "ალმერიას" დამარცხება. ბასკები თავიდანვე დაწინაურდნენ, შემდეგ კი შეძლეს უპირატესობის შენარჩუნება. პირველი ტაიმი უმთავრესად ანდალუსიელთა ნახევარზე მიმდინაროებდა, უკვე მე-5 წუთზე გურპეგი ხუანმა ორტისმა საჯარიმოში მოცელა, მაგრამ დიეგო ალვეშმა იყოჩაღა და პენალტი მოიგერია. ზუსტად ხუთ წუთში ბრაზილიელი გოლკიპერის კარში მაინც გავიდა გოლი, ფერნანდო ლორენტეს დარტყმული მეტისმეტად ძლიერი აღმოჩნდა მეკარისათვის. მასპინძლებს ჯერ კოიკილი დელ კამპო, შემდეგ კი შეცვლაზე შესული ჩაბიერ კასტილიო გაუძევეს.

"ბარსელონას" ლიდერობა 24 საათსაც არ გაგრძელებულა, არადა "რეალმა" ასტურიაში გვარიანი შიში ჭამა - თამაშის დასრულებას მხოლოდ 8 წუთი უკლდა, როცა გონსალო იგუაინმა, როგორც იქნა, გაუტანა "სპორტინგს". 82-ე წუთამდე ბრწყინვალედ მოთამაშე ხუან პაბლო შეცდა და "ელ პიპიტამაც" უმალ დასაჯა მასპინძელთა მეკარე. თავიდან მატჩი მართლაც უცნაურად დაიწყო - "სპორტინგი" უტევდა, "სამეფო კლუბი" კი კონტრშეტევებით პასუხობდა. ყველაფერი მას მერე შეიცვალა, რაც იგუაინმა ძელს გაარტყა ბურთი.

"სევილიამ" ბოლოადგილოსან "სარაგოსას" ბოლო წუთზე მოუგო - ანდალუსიური კლუბი "ლა რომალედაზე" 10 კაცით იყო დარჩენილი, როცა შეცვლაზე შესულმა ალვარო ნეგრედომ "სამქულიანი" გაისროლა - 2:1 "სევილიას" სასარგებლოდ.

სხვა თამაშებიდან გამოვყოფთ მანუელ პელეგრინის წარმატებულ დებიუტს "მალაგაში". აუტსაიდერთა ჯახში ანდალუსიელებმა 1:0 მოუგეს "ლევანტეს". ჩილელ სპეციალისტს პირველი წარმატება პორტუგალიელმა ელიზეუმ მოუტანა. საქმეში აქაც ცაცია ჩაერია... 

მომდევნო ტური
20 ნოემბერი: ვილიარეალი-ვალენსია, ალმერია-ბარსელონა, რეალი-ბილბაო; 21 ნოემბერი: დეპორტივო-მალაგა, ესპანიოლი-ერკულესი, ლევანტე-რასინგი, ოსასუნა-სპორტინგი, სევილია-მალიორკა, რეალ სოსიედადი-ატლეტიკო. 22 ნოემბერი: ხეტაფე-სარაგოსა. 


ბილბაო-ალმერია 1:0
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, უსტარიცი, კოიკილი - ხ. მარტინესი, გურპეგი - სუსაეტა (73. გაბილონდო), ი. მარტინესი (46. კასტილიო), მუნიაინი (85. დ. ლოპესი) - ფ. ლორენტე.
ალმერია (4-4-2): დ. ალვეში - მასედო, კ. გარსია, მ. სილვა (70. პიატი), იაკობსენი - მ'ბამი, ბერნარდელო, ვარგასი (71. კორონა), ხუანმა ორტისი - ულოა, გოიტომი (70. კრუსატი).
გოლი: 1:0 ფ. ლორენტე (10)
გაფრთხილება: კოიკილი, გურპეგი, ირაოლა - ხუანმა ორტისი, ვარგასი, მასედო
გაძევება: კოიკილი (45), კასტილიო (69)
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 18-14; თამაშგარე: 1-6; კარში დარტყმა: 13-8 (4-3); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 35 000

ატლეტიკო-ოსასუნა 3:0
ატლეტიკო (4-4-2): დე ხეა - ვალერა, პერეა, უიფალუში, ფილიპე ლუიში (46. ა. ლოპესი) - რეიესი, მ. სუარესი, ტიაგო (68. რ. გარსია), სიმაო - ფორლანი, აგუერო (77. ფ. მერიდა).
ოსასუნა (4-2-3-1): რიკარდო - დამია, ლოლო, ფლანიო, მონრეალი - პუნიალი, ნეკუნამი (80. ვადოცი) - ხუანფრანი, სორიანო (61. ნელსონი), მასუდი - არანდა (68. ლეკიჩი).
გოლები: 1:0 ფორლანი (26), 2:0 აგუერო (41), 3:0 ფორლანი (70)
გაფრთხილება: ფილიპე ლუიში - მონრეალი, დამია
გაძევება: მონრეალი (60)
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 11-17; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 24-14 (7-5); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 50 000

ბარსელონა-ვილიარეალი 3:1
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დ. ალვეში, პუიოლი, აბიდალი, მაქსველი (84. ადრიანო) - ჩავი (88. მასკერანო), ბუსკეტსი, ინიესტა - პედრო, მესი, ვილია (71. კეიტა).
ვილიარეალი (4-4-2): დ. ლოპესი - ა. ლოპესი, მარჩენა, მუსაჩიო, კაპდევილა - კანი (69. სენა), ბ. ვალერო (77. მონტერო), ბრუნო, კასორლა - ნილმარი, როსი (84. მ. რუბენი).
გოლები: 1:0 ვილია (22), 1:1 ნილმარი (26), 2:1 მესი (58), 3:1 მესი (83)
გაფრთხილება: აბიდალი, მაქსველი - ბ. ვალერო, ა. ლოპესი, სენა
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 18-20; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 15-9 (5-2); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 90 000

ერკულესი-რეალ სოსიედადი 2:1
ერკულესი (4-2-3-1): კალატაიუდი - კორტესი, პამარო, როდრიგესი, პენია - აგილარი, ფრიტცლერი - კიკო (68. კრისტიანი), ვალდესი (57. ტოტე), დრენტე (85. ტომერი) - ტრეზეგე.
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, ანსოტეგი, მ. გონსალესი, დე ლა ბელა - ელუსტონდო, რივასი - ჩ. პრიეტო, არანბურუ (66. სარპონგი), გრიზმანი (74. ტამუდო).
გოლები: 0:1 გრიზმანი (15), 1:1 ტრეზეგე (47), 2:1 დრენტე (51)
გაფრთხილება: ვალდესი - ელსუტონდო, მ. გონსალესი
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 19-12; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 14-18 (5-1); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 18 000

მალიორკა-დეპორტივო 0:0
მალიორკა (4-2-3-1): ავატე - რატინიო, ნუნიეში, რამისი, აიოსე - ხ. ვიქტორი, მარტი (74. კავენაგი) - ნსუე (60. კასტრო), დე გუზმანი, პერეირა - ვებო.
დეპორტივო (5-4-1): არანსუბია - მ. პაბლო, კოლოტო, აიტამი, ლოპო, სეოანე - საული (63. დეზმარე), რ. პერესი, ხ. როდრიგესი, ადრიანი (91. ვალერონი) - რიკი (71. ლასადი).
გაფრთხილება: მარტი, აიოსე - სეოანე
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 9-13; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 13-8 (4-4); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 15 000

მალაგა-ლევანტე 1:0
მალაგა (4-2-3-1): არნაუ - ხ. გამესი, კრისი, ველიგტონი, მტილიგა - აპონიო, ს. სილვა - პორტილიო (81. ფერნანდო), ს. ფერნანდესი (46. ედინიო), ელიზეუ - ბა (46. ქუინსი).
ლევანტე (4-3-3): რეინა - ხ. ვენტა, ბალესტეროსი, ნანო, ხუანფრანი - სერხიო (71. სტუანი), პალიარდო, ლარეა - ვალდო, კაისედო (77. რ. სუარესი), ხუანლუ (68. მუნიოსი).
გოლი: 1:0 ელიზეუ (63)
გაფრთხილება: ს. სილვა, აპონიო, ელიზეუ - ხუანლუ, ხუანფრანი, კაისედო, ლარეა, ვალდო
კუთხური: 5-8; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 11-12 (7-2); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 15 000

რასინგი-ესპანიოლი 0:0
რასინგი (4-2-3-1): ტონიო - ფრანსისი, ენრიკე, ტორეხონი, სისმა - კოლსა, დიოპი (68. ედუ ბედია) - კენედი, როზენბერგი, მუნიტისი - ნაუელპანი (46. ივან ბოლადო).
ესპანიოლი (4-2-3-1): კამენი - ხ. ლოპესი, ამატი, ფორლინი, დიდაცი - ბაენა, ხ. მარკესი - ლ. გარსია, ვერდიუ (84. ი. ალონსო), კალეხონი (77. ალვარო) - ოსვალდო (91. ს. გარსია).
გაფრთხილება: დიოპი, როზენბერგი - ხ. ლოპესი, ვერდიუ, ხ. მარკესი
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 22-11; თამაშგარე: 5-7; კარში დარტყმა: 10-8 (4-3); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 16 000

სარაგოსა-სევილია 1:2
სარაგოსა (5-3-2): დობლასი - დიოგო, იაროშიკი, ლანსარო (46. მ. პერესი), კონტინი (85. ბუტაჰარი), ობრადოვიჩი - გაბი, ედმილსონი, პონსიო (46. ბერტოლო) - ბრაულიო, ლაფიტა.   
სევილია (4-4-2): ხ. ვარასი - დაბო, კასერესი, ალექსისი, ფ. ნავარო - პეროტი, ზოკორა, კაპელი (39. ალფარო), რენატო (64. ნეგრედო) - ლ. ფაბიანო (74. კონკო), კანუტე.
გოლები: 0:1 ლ. ფაბიანო (28), 1:1 ბერტოლო (53), 1:2 ნეგრედო (90)
გაფრთხილება: ლაფიტა, კონტინი, ბრაულიო, დიოგო, ობრადოვიჩი - ალექსისი, ლ. ფაბიანო, კანუტე, ხ. ვარასი
გაძევება: ფ. ნავარო (71)
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 19-25; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 15-2 (2-2); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 28 000

სპორტინგი-რეალი 0:1
სპორტინგი (4-2-3-1): ხ. პაბლო - ლორა, ბოტია, გრეგორი, ხ. ანხელი - რივერა, ეგურენი (85. ლ. მორანი) - ნ. ნოვო, კარმელო (70. დე ლას კუევასი), დ. კასტრო - სანგოი (77. ბარალი).
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - ს. რამოსი, პეპე, რ. კარვალიო, მარსელო - ხედირა, ჩაბი ალონსო - რონალდო, იოზილი (88. არბელოა), დი მარია (63. ბენზემა) - იგუაინი (82. ლ. დიარა).
გოლი: 0:1 იგუაინი (82)
გაფრთხილება: კასტრო, კარმელო, ეგურენი, ლორა, დე ლას კუევასი - იგუაინი, ხედირა
გაძევება: ბოტია (90)
კუთხური: 2-10; ჯარიმა: 19-7; თამაშგარე: 7-5; კარში დარტყმა: 10-12 (3-5); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 21 000

ვალენსია-ხეტაფე 2:0
ვალენსია (4-4-2): მოია - მიგელი, დ. ნავარო, რ. კოშტა, მატიო (41. ხ. ალბა) - ხოაკინი, ალბელდა, ტ. კოსტა, მატა (66. ვისენტე) - ადურისი (72. ისკო), სოლდადო.
ხეტაფე (4-2-3-1): კოდინა - პინტოსი, დიასი, რაფა, მანე - ბორხა, კასკერო (66. ალბინი) - პ. რიოსი (55. სარდინერო), პარეხო, მანუ - კოლუნგა (66. მიკუ).
გოლები: 1:0 ტ. კოსტა (8), 2:0 დ. ნავარო (63)
გაფრთხილება: ადურისი, ალბა, ალბელდა - მანე, რაფა, დიასი
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 22-9; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 14-8 (4-3); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 32 000

 თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 11 9 2 0 28-5 29
2. ბარსელონა 11 9 1 1 25-8 28
3. ვილიარეალი 11 7 2 2 22-11 23
4. ვალენსია 11 6 2 3 16-11 20
5. სევილია 11 6 2 3 18-17 20
6. ესპანიოლი 11 6 1 4 9-13 19
7. ატლეტიკო 11 5 2 4 16-12 17
8. ბილბაო 11 5 1 5 19-18 16
9. სოსიედადი 11 5 1 5 14-14 16
10. მალიორკა 11 4 3 4 11-12 15
11. ხეტაფე 11 4 1 6 15-18 13
12. ოსასუნა 11 3 3 5 11-13 12
13. ერკულესი 11 3 3 5 11-16 12
14. რასინგი 11 3 2 6 9-16 11
15. დეპორტივო 11 2 5 4 8-15 11
16. მალაგა 11 3 1 7 15-22 10
17. სპორტინგი 11 2 4 5 10-17 10
18. ალმერია 11 1 6 4 8-10 9
19. ლევანტე 11 2 2 7 10-19 8
20. სარაგოსა 11 1 4 6 11-19 7

ბომბარდირები: 11 - რონალდო (რეალი); 10 - მესი (ბარსელონა); 8 - ლორენტე (ბილბაო); 7 - როსი (ვილიარეალი), ნილმარი (ვილიარეალი); 6 - ვილია (ბარსელონა)


სეგუნდადივიზიონი. XII ტური

ვილიარეალი-ნუმანსია 1:0
გოლი: 1:0 ფალკე (1)
გრანადა-ბარსელონა 4:1
გოლები: 0:1 კარმონა (4), 1:1 გეიხო (35), 2:1 გეიხო (52), 3:1 გეიხო (68), 4:1 გეიხო (82)

ლას პალმასი-ხირონა 1:1
გოლები: 1:0 სეხუდო (15), 1:1 ხანდრო (89-პენ)
გაძევება: სამუელი (62. ლას პალმასი), ჩეჩუ (62. ხირონა)

უესკა-ტენერიფე 0:0

ხიმნასტიკი-ელჩე 0:0

ბეტისი-ხერესი 3:1
გოლები: 1:0 მოლინა (34-პენ), 1:1 დიასი (54-პენ), 2:1 მოლინა (87), 3:1 მოლინა (90)
გაძევება: ლეიდო (36. ხერესი)

ალბასეტე-რაიო ვალეკანო 1:1
გოლები: 1:0 სოუსა (6), 1:1 არმენტეროსი (55)

ვალიადოლიდი-სელტა 3:2
გოლები: 1:0 ალემანი (4), 1:1 ტრაშორასი (17), 1:2 დე ლუკასი (37), 2:2 გუერა (65), 3:2 ალონსო (90)
გაძევება: ლაგო (82. სელტა), მალო (87. სელტა), პ. ლოპესი (87. ვალიადოლიდი)

პონფერადინა-სალამანკა 3:2
გოლები: 1:0 დელ ოლმო (19), 2:0 დე პაულა (33), 3:0 საისარი (49), 3:1 პერიკო (65), 3:2 მარკესი (86) 

უელვა-კარტახენა 3:0
გოლები: 1:0 აკუნია (60), 2:0 ლამასი (72), მარტინი (89)

ალკორკონი-კორდობა დღეს

 თ მ ფ წ ბ ქ
1. ბეტისი 12 9 2 1 30-10 29
2. ვალეკანო 12 7 3 2 20-12 24
3. სელტა 12 6 4 2 22-14 22
4. ბარსელონა 12 7 1 4 20-18 22
5. ვალიადოლიდი 12 6 3 3 20-13 21
6. სალამანკა 12 6 2 4 13-12 20
7. გრანადა 12 5 3 4 21-15 18
8. ლას პალმასი 12 4 6 2 21-17 18
9. ელჩე 12 4 4 4 9-11 16
10. ხერესი 12 5 1 6 16-22 16
11. ვილიარეალი 12 5 1 6 16-22 16
12. ხირონა 12 4 3 5 19-17 15
13. კარტახენა 12 4 3 5 16-16 15
14. ნუმანსია 12 4 3 5 12-12 15
15. კორდობა 11 3 5 3 15-14 14
16. ალკორკონი 11 4 2 5 15-17 14
17. პონფერადინა 12 3 3 6 10-23 12
18. ალბასეტე 12 2 5 5 9-12 11
19. უესკა 12 2 5 5 6-13 11
20. ხიმნასტიკი 12 2 4 6 10-13 10
21. უელვა 12 1 7 4 8-14 10
22. ტენერიფე 12 1 4 7 9-20 7

ბომბარდირები: 11 - გეიხო (გრანადა); 9 - ქუინი (ალკორკონი); 7 - რუბენ კასტრო (ბეტისი); 6 - ტოჩე (კარტახენა), დ. როდრიგესი (სელტა), პერაგონი (ხირონა), სეხუდო (ლას პალმასი), ემანა (ბეტისი), არმენტეროსი (რაიო ვალეკანო).



პორტუგალია. ლიგა საგრეში. XI ტური

გიმარაეში-ბრაგა 2:1
გოლები: 0:1 ალანი (19), 1:1 მარანაუ (44), 2:1 მ. გარსია (82 ს.კ.)
გაძევება: ალანი (45. ბრაგა)

ნასიონალი-მარიტიმუ 0:0
გაძევება: დანიელსონი (84)

აკადემიკა-სპორტინგი 1:2
გოლები: 0:1 ვალდესი (9-პენ), 0:2 ვუკჩევიჩი (32), 1:2 ფიდალგო (47)

რიუ ავე-ფერეირა 3:1
გოლები: 0:1 რონდონი (18), 1:1 ტომაში (24), 2:1 ტომაში (35), 3:1 ბრაგა (69)
გაძევება: რონდონი (76. ფერეირა)

ოლანენშე-ბეირა მარი 1:1
გოლები: 1:0 ადილსონი (10), 1:1 რენანი (90)

ლეირია-სეტუბალი 1:0
გოლი: 1:0 ნ'გალი (22)
გაძევება: ვალდომირუ (85. სეტუბალი), ბრიგიდო (85. ლეირია)

ბენფიკა-ნავალი 4:0
გოლები: 1:0 ალან კარდეცი (10), 2:0 გაიტანი (47), 3:0 გაიტანი (62), 4:0 გომეში (89)
 
პორტუ-პორტიმონენშე 2:0
გოლები: 1:0 ვალტერი (29), 2:0 ჰალკი (90-პენ)

 თ მ ფ წ ბ ქ
1. პორტუ 11 10 1 0 27-4 31
2. ბენფიკა 11 7 0 4 17-11 21
3. გიმარაეში 11 6 3 2 16-11 21
4. სპორტინგი 11 5 3 3 13-11 18
5. ნასიონალი 11 5 2 4 12-12 17
6. აკადემიკა 11 4 3 4 18-15 15
7. ოლანენშე 11 3 6 2 11-10 15
8. ბეირა მარი 11 3 6 2 12-12 15
9. ლეირია 11 4 3 4 9-12 15
10. ბრაგა 11 4 2 5 17-16 14
11. სეტუბალი 11 3 4 4 8-12 13
12. ფერეირა 11 2 5 4 10-14 11
13. რიუ ავე 11 2 4 5 11-14 10
14. მარიტიმუ 11 1 6 4 5-8 9
15. პორტიმონენშე 11 2 2 7 10-19 8
16. ნავალი 11 1 2 8 6-21 5

ბომბარდირები: 10 - ჰალკი (პორტუ), 7 - ჟოაო ტომაში (რიუ ავე); 6 - ვარელა (პორტუ), ფალკაო (პორტუ), ფიდალგო (აკადემიკა); 5 - კარლაუ (ლეირია).


 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული