მოურინიომ გვარდიოლას რეკორდი დაამხო

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიო პრიმერადივიზიონის 11-ე ტურში "სამეფო კლუბის" ხიხონის "სპორტინგთან" გამარჯვების შემდეგ ესპანური ფეხბურთის ისტორიაში შევიდა, როგორც საუკეთესო დებიუტანტი მწვრთნელი.

მადრიდულმა გუნდმა 11 შეხვედრაში 9 გამარჯვება მოიპოვა , 2 მატჩი ფრედ დაასრულა და 29 ქულა მოაგროვა. აქამდე რეკორდი "ბარსელონას" მწვრთნელს ხოსეპ გვარდიოლას ეკუთვნოდა. გვარდიოლას ხელმძღვანელობით პირველი სეზონის დასაწყისში კატალონელებმა 9 თამაში მოიგეს, მაგრამ ერთი მარცხი იწვნიეს.


მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული