- "ატლეტიკომ" გაიმარჯვა, თქვენ უგოლო სერია შეწყვიტეთ. რომელი მოვლენა უფრო მნიშვნელოვანია?
- შემტევმა მოთამაშეებმა დანარჩენებზე ხშირად უნდა გაიტანონ, ამიტომ მე, როგორც ფორვარდი, გარკვეულ წნეხს ვგრძნობ ამ თვალსაზრისით. მაგრამ გოლები - მთელი გუნდის საქმეა, განსაკუთრებით თუ მაღალი ადგილისთვის ბრძოლა გვინდა. საბედნიეროდ, "ოსასუნასთან" შეხვედრაში ანგარიშზე ორი გოლი ჩავიწერე და ეს
- გინდათ თქვათ, რომ ამ ორმა გოლმა ფსიქოლოგიური წნეხი მოგიხსნათ?
- არა, საქმე ამაში როდია. უბრალოდ, გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა. გულწრფელად რომ გითხრათ, მანამდეც საკმაოდ მშვიდად ვიყავი. ბოლო მატჩებმა კარგი განწყობა დამიტოვა. ნათელი იყო, რომ გოლები დროის ამბავიღა იყო. უნდა ვაღიარო, რომ მართლაც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე არ გამიტანია, მაგრამ ამას ძალიან არ განვიცდიდი. თავს ვლანძღავდი, როცა გუნდი ვერ იგებდა, მაგრამ მხოლოდ საერთო შედეგისთვის და არა პირადის გამო.
- ბოლო დროს ინდივიდუალური რეჟიმით ვარჯიშობდით, სხვებისგან განცალკევებით. ამ გზით ფიზიკური მომზადების დონის გაუმჯობესება გსურდათ?
- დიახ, ამის აუცილებლობა ვიგრძენი, რადგან დიდი რაოდენობის მატჩებისა და გადაფრენებისგან დავიღალე. შვებულებას ჩემთვის აზრი არ ქონდა, საჭირო იყო რაიმე საქმით დავკავებულიყავი. დასვენება სასარგებლო აღმოჩნდა. მუშაობამ კარგი შედეგი გამოიღო და ვიმედოვნებ, რომ ასევე გავაგრძელებ.
მომზადებულია AS-ის მიხედვით