"რეალის" თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდომ პრიმერა დივიზიონის 11-ე ტურში, ხიხონის "სპორტინგის" მინიმალური ანგარიშით ძლევის შემდეგ განაცხადა, რომ გუნდი ამ გამარჯვებას "სამეფო კლუბის" მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს უძღვნის. თავად სპეციალისტი ამ მატჩს თვალს დისკვალიფიკაციის გამო ტრიბუნიდან ადევნებდა, თუმცა პორტუგალიელი ფორვარდის თქმით, მწვრთნელის მითითებები ფეხბურთელებამდე აღწევდა.
"ძალიან უხეში თამაში იყო. "სპორტინგმა" ანტიფეხბურთი ითამაშა, მაგრამ ჩვენ სასურველ შედეგს მაინც მივაღწიეთ და ამ გამარჯვებას მოურინიოს ვუძღვნით. მართალია თამაშის დროს ის სათადარიგოთა სკამზე არ იმყოფებოდა, მაგრამ მის ყველა მითითებას ვიღებდით. რა თქმა უნდა, გოლის გატანა გაგვიჭიანურდა,
მაგრამ რაც მთავარია, ხომ მაინც გავიტანეთ".
მომზადებულია Marca-ის მიხედვით