როგორც ირკვევა, "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობა მზადაა, კამერუნელ ფეხბურთელში დაახლოებით 6 მლნ ევრო გადაიხადოს.
მანამდე ვრცელდებოდა ცნობა, რომ ფეხბურთელის შეძენით მილანის "ინტერი" და ლონდონის "ჩელსი" არიან დაინტერესებულნი.
რაც შეეხება "რეალის" ვარიანტს, ტრანსფერი რეალური იმ შემთხვევაში იქნება, თუკი "არსენალი" შეძლებს მისგან ფორვარდ ქარიმ ბენზემას გადაბირებას.
შეგახსენებთ, რომ პროფესიონალური კარიერა ეტო'ომ სწორედ "რეალის" შემადგენლობაში დაიწყო.