ვაგრძელებთ, "ელ კლასიკოს" თემაზე წერას. ამჯერად 29 ნოემბრის დიდი მატჩის დებიუტანტებს შევეხებით. "ბარსელონასა" და "რეალის" დაპირისპირება საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის არაოფიციალური ფინალივითაა. ბუნებრივია, ამ დაპირისპირებაში პირველად მონაწილეებს განსაკუთრებული გრძნობები უჩნდებათ.
"სამეფო კლუბს" 7 ასეთი ფეხბურთელი ჰყავს, რომელთაც ესპანურ დერბიში მონაწილეობა ჯერ არ მიუღიათ: რიკარდო კარვალიო, ანხელ დი მარია, სერხიო კანალესი, პედრო ლეონი, მესუთ იოზილი, სამი ხედირა და მატეოსი. მაგრამ არ დაგვავიწყდეს მთავარი დებიუტანტი - ჟოზე მოურინიო! "ბარსელონაში" სულ სამი ფეხბურთელია ისეთი, რომელთაც "ელ კლასიკოს" გამოცდილება არ აქვთ: ადრიანო, ხავიერ მასკერანო და
განსაკუთრებით ჟოზე მოურინიოს ელიან კატალონიაში. არავის ავიწყდება იქ მოზეიმო პორტუგალიელი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის შემდეგ.
მართალია, ისინი დებიუტანტებად შევრაცხეთ, მაგრამ ბევრ მათგანს აქვს გამოცდილება პრინციპული მეტოქის წინააღმდეგ თამაშის, ოღონდ სხვა კლუბის მაისურით. პედრო ლეონს "ხეტაფეში" თამაშისას, ხოლო სერხიო კანალესს "რასინგში" ყოფნისას მოუწითა "ბარსელონასთან" რკენა. რიკარდო კარვალიოსაც უთამაშია "ბარსელონას" წინააღმდეგ. საპირისპირო მხარეს, დავიდ ვილიას იკერ კასილიასის კარშიც გაუტანია, მასკერანოს "ენფილდზე" 4:0 ჰყავს განადგურებული "რეალი". ასე რომ, "ნამდვილ" დებიუტანტთა რიცხვი კიდევ უფრო მცირეა, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, "ელ კლასიკოს" მონაწილე 10 ფეხბურთელი და 1 მწვრთნელი არ ყოფილა...