გვარდიოლა მაჰათმა განდის ჰგავს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ექსფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა აღნიშნა, რომ მას ყოფილი თავკაცი პეპ გვარდიოლა მაჰათმა განდის აგონებს.

აი, რა თქვა სკანდინავიურ ტვ-10-თან ინტერვიუში შვედმა: "ჩაცმით და ლაპარაკით ყოველთვის ცდილობს, ფილოსოფოსივით გამოიყურებოდეს. როცა გუნდი სავარჯიშოდ გაჰყავს, რაღაცით მაჰათმა განდისაც მაგონებს. ხალხი ამბობს, მან ერთ სეზონში 6 ტიტული მოიგოო, მაგრამ ამას მეც კი შევძლებდი, "ბარსა" რომ ჩემთვის ჩაებარებინათ - ის ხომ მსოფლიოში საუკეთესო გუნდია".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული