ესპანეთი. ლა ლიგა. II ტური: "ატლეტიკოსთან" ხუმრობა არ შეიძლება [VIDEO]

AutoSharing Option
ლა ლიგის II ტური ოთხ დღეზე გაიწელა - ის 26 აგვისტოს ანდალუსიაში დასრულდება, სადაც "სამეფო კლუბი" "გრანადას" სტუმრობს.

ამ ტურმა კარგად დაგვანახვა, რომ დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" სერიოზული კონკურენტი იქნება ორი გრანდისთვის.

მოკრძალებულ გამარჯვებას დასჯერდა "ბარსელონა" საგრძნობლად შესუსტებულ "მალაგასთან" საგარეო მატჩში.

ჩემპიონმა ლეო მესის გარეშე იასპარეზა და ადრიანოს გასროლის წყალობით მოიგო, თუმცა ბოლო წუთზე ვიქტორ ვალდესს რომ არ ეყოჩაღა, ქულებსაც დაკარგავდა.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


ალმერიას საინტერესო დუეტი
დავიწყოთ მადრიდში გამართული მატჩით, რომელშიც "ხეტაფემ" და "ალმერიამ" ერთმანეთს 2-2 გოლი გაუტანეს.

შესაძლოა, "ალფონსო პერეს
კოლისეუმზე" ანტირეკორდიც დამყარდა - ანდალუსიური კლუბის სტუმრობამ მადრიდის გარეუბანში საერთოდ არ გამოიწვია ინტერესი და მატჩს მხოლოდ 4 ათასი (!) მაყურებელი დაესწრო.

თუმცა სანახავი ბევრი იყო ამ თამაშში, "ხეტაფემ" ორჯერ შეძლო გათანაბრება და ორივე კლუბმა პირველი ქულა ჩაიწერა სეზონში.

გამოვყოფთ სტუმართა დუეტს - 19 წლის სუსოს, რომელიც "ალმერიამ" "ლივერპულიდან" ითხოვა და 23 წლის ფორვარდ როდრიგო რიოსს, რომელიც ასევე იჯარითაა "ბარსელონადან". პირველის პასით როდრიმ თავისი მე-3 გოლი გაიტანა პრიმერას ახლად დაწყებულ სეზონში, სუსოს ანგარიშზე კი უკვე მეორე საგოლე პასია.

როგორც ვთქვით, "ხეტაფემ" ორჯერვე გასცა პასუხი სტუმართა გოლებს, როდრის გოლი ლაფიტამ თავურით გაქვითა, სორიანოს გასროლას კი დიეგო კასტრომ ლაფიტას წაქცევისთვის დანიშნული პენალტით უპასუხა.

ნეიტრალურ მოედანზე
ერნესტო ვალვერდეს "ბილბაო" ქულათა მაქსიმუმით იწყებს ლა ლიგას - ბასკურ-ნავარულ დაპირისპირებაში, რომელიც ბილბაოს ნაცვლად სან სებასტიანში გაიმართა (ახალი "სან მამესი" ჯერაც არ აშენებულა). "ბილბაომ" 2:0 აჯობა "ოსასუნას".

პირველ ტაიმში სუსაეტას ჩაწოდებულს ვერ გაუმკლავდა ალეხანდრო არიბასი და საკუთარი კარი დალაშქრა, მეორეში ადურისის პასით შეცვლაზე შემოსულმა ოსკარ დე მარკოსმა მოუგო დუელი სტუმარ გოლკიპერს.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ნეიტრალურ მოედანზე გაიმართა, "ლომებს" 20 ათასამდე გულშემატკივარი გაჰყვა მშობლიური ქალაქიდან.

გრანეროს დებიუტი
24-წლიანი შესვენების შემდეგ "ელჩემ" პრიმერადივიზიონში პირველი ქულა მოიპოვა, პირველი გოლი კი გამოცდილი ფერან კორომინასის ანგარიშზეა.

"რეალ სოსიედადის" კარი კორომ მას მერე დალაშქრა, რაც მასპინძელთა კუთხურმა სრული ქაოსი გამოიწვია ბასკთა დაცვის ხაზში. სანსებასტიანელები მარცხისგან მექსიკელი კარლოს ველას გოლმა იხსნა - 1:1.

ბასკებს წინ "ლიონთან" საპასუხო თამაში აქვთ. ამიტომაც მცირეტრავმიანებმა კარლოს მარტინესმა და ანტუან გრიზმანმა საერთოდ არ ითამაშეს, ხოლო გუნდის კაპიტანი ჩაბი პრიეტო და გამთამაშებელი დავიდ ზურუზუტა სათადარიგოთა სკამზე ვიხილეთ.

შედგა ესტებან გრანეროს დებიუტი. "რეალის" ყოფილი ნახევარმცველი "რეალ სოსიედადმა" "ქუინზ პარკისგან" ინათხოვრა.

ახალი ლოს ჩე, ძველი პრობლემები
მიროსლავ ჯუკიჩმა პირველი ოფიციალური მატჩი წააგო "ვალენსიას" თავკაცის როლში.

არადა, ყველაფერი კარგად დაიწყო ბარსელონაში - მიუხედავად იმისა, რომ "კორნელია ელ პრატზე" "ესპანიოლი" სრულ უპირატესობას ფლობდა, მე-10 წუთზე ჟონასმა ბურთი მკერდით დაუგდო ელდერ პოშტიგას და პორტუგალიელმაც პირველი გოლი გაიტანა "ლოს ჩეს" შემადგენლობაში.

"ესპანიოლმა" ამას ორი თავურით და ლანსაროტე-ტიევის კომბინაციით გატანილი შესანიშნავი გოლით უპასუხა - 3:1.

წყალქვეშა ნავი წესრიგშია
ლა ლიგაში დაბრუნებულმა "წყალქვეშა ნავმა" საწყის ორ ტურში ქულათა მაქსიმუმი აიღო. ვალენსიის მხარის კლუბი თავიდან აგებდა "ელ მადრიგალზე", მას მერე, რაც ხავი გერამ "ვალიადოლიდი" დააწინაურა.

"ვილიარეალმა" პირველივე ტაიმში შეძლო გათანაბრება. ეს მექსიკელმა ჯოვანი დოს სანტოსმა პენალტით მოახერხა, მეორე ტაიმში კი "ვილიარეალის" 10-იანმა კანიმ სუპერგოლით გამარჯვება მასპინძლებს მოუტანა - 2:1.

გადარბენა
მცირე მადრიდულ დერბიში დიეგო სიმეონეს "ატლეტიკომ" "რაიო ვალეკანოს" 5:0 "გადაურბინა". არადა, "ელვებს" პირველ ტურში შესანიშნავი სტარტი ჰქონდათ.

რაულ გარსიამ დუბლი შეასრულა, ბრაზილიელმა დიეგო კოშტამ გოლს ორი საგოლე პასიც მიუმატა, დიდებული იყო თურქი არდა თურანი (გოლი პლუს პასი).

ერთადერთი, ვინც ვერაფერი გაახერხა, დავიდ ვილია იყო. "ელ გუახემ" 90 წუთის განმავლობაში ერთხელაც ვერ დაარტყა კარისკენ ზუსტად.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ესპანეთი. ლა ლიგა. II ტური
26 აგვისტო
გრანადა-რეალი 23:00

ხეტაფე-ალმერია 2:2

გოლები: 0:1 როდრი რიოსი (30), 1:1 ლაფიტა (31), 1:2 სორიანო (37), 2:2 დ. კასტრო (84-პენ)
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ვალერა, ალექსისი, რაფა, ლაგო - ლასენი (52. პედრო ლეონი), ბორხა - სარაბია (60. მიკუ), დ. კასტრო, ლაფიტა - კოლუნგა
ალმერია (4-2-3-1): ესტებანი - რაფიტა, პელიერანო, ტრუხილიო, დუბარბიერი - ვერსა, ტებარი (78. კორონა) - სუსო, სორიანო (68. რ. სუარესი), ვიდალი - როდრი რიოსი (87. ო. დიასი)
გაფრთხილება: რაფა, ბორხა - სუსო
კუთხური: 2-7; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 14-16 (5-7); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 4 000

ბილბაო-ოსასუნა 2:0
გოლები: 1:0 არიბასი (31 ს.კ.), 2:0 დე მარკოსი (82)
ბილბაო (4-2-3-1): ერერინი - ირაოლა, გურპეგი, ლაპორტი, საბორიტი - იტურასპე, ბენიატი - სუსაეტა (74. მორანი), ანდერი (62. დე მარკოსი), მუნიაინი (68. ი. გომესი) - ადურისი
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ბერტრანი (61. ოიერი), ლოტიე, არიბასი, ორიოლი - პუნიალი, ფ. სილვა - სისი (80. ომვუ), არმენტეროსი, ა. ნუნიესი (66. რ. ტორესი) - რიერა
გაფრთხილება: ლაპორტი, ანდერი - რიერა, ბერტრანი
კუთხური: 5-10; ჯარიმა: 15-20; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 8-18 (2-5); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 20 000

ელჩე-სოსიედადი 1:1
გოლები: 1:0 კორომინასი (2), 1:1 ველა (74)
ელჩე (4-2-3-1): მ. ერერა - სეპუნარუ, ბოტია, ლომბანი, ალბაკარი - კ. სანჩესი (75. რივერა), რ. პერესი - ჟილი, კორომინასი (79. ალვარო), ფიდელი - დელ მორალი (63. ნიგესი)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - ესტრადა, კადამურო, ი. მარტინესი, დე ლა ბელია - ელუსტონდო, პარდო (57. ჩაბი პრიეტო) - ველა, გრანერო, რ. კასტრო (67. ზურუტუზა) - სეფეროვიჩი (76. სანგალი)
გაფრთხილება: ბოტია, დელ მორალი, ლომბანი, სეპუნარუ - ველა, დე ლა ბელია, ი. მარტინესი
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 9-12; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 12-11 (2-4); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 29 000

ესპანიოლი-ვალენსია 3:1
გოლები: 0:1 პოშტიგა (10), 1:1 დ. ლოპესი (32), 2:1 სტუანი (47), 3:1 ტიევი (89)
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ხ. ლოპესი, კოლოტო, მორენო, ფუენტესი - დ. ლოპესი, ვ. სანჩესი - პიცი (63. აბრაამი), ს. გარსია (72. ტიევი), სიმაო - სტუანი (78. ლანსაროტე)
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ჟ. პერეირა, რამი, რ. კოშტა, მატიო (83. გუარდადო) - მიჩელი (63. ბერნატი), ფუეგო - ფეგული (70. კანალესი), ბანეგა, ჟონასი - პოშტიგა
გაფრთხილება: დ. ლოპესი, სიმაო, აბრაამი - ბანეგა, რ. კოშტა, რამი
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 17-12; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 13-8 (3-2); ბურთის ფლობა: 34%-66%.
მაყურებელი: 23 000

ვილიარეალი-ვალიადოლიდი 2:1
გოლები: 0:1 გერა (4), 1:1 ჯოვ. დოს სანტოსი (38-პენ), 2:1 კანი (84)
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო, მუსაჩიო, დორადო, ხ. კოსტა - ხ. აკინო, ბრუნო, ტრიგუეროსი (69. პინა), კანი - ხ. პერეირა (65. უჩე), ჯოვ. დოს სანტოსი (46. პერბე)
ვალიადოლიდი (4-2-3-1): მარინიო - რუკავინა, ვალიენტე, ჰაინცი, პენია - რუბიო, რუედა - ალკატრასი (56. ომარი), ოსკარი (81. რამა), ბერგდიჩი - გერა (74. ოსორიო)
გაფრთხილება: ხ. პერეირა, მარიო, დორადო - ვალიენტე, ბერგდიჩი
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 11-24; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 17-6 (6-2); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 13 000

ატლეტიკო-ვალეკანო 5:0
გოლები: 1:0 რ. გარსია (16), 2:0 დ. კოშტა (20), 3:0 არდა თურანი (34), 4:0 ტიაგო (52), 5:0 რ. გარსია (89)
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - რ. გარსია, ტიაგო, გაბი (59. კოკე), არდა თურანი (68. ლეო ბაპტიშტაო) - დ. კოშტა (65. ადრიან ლოპესი), ვილია
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): კობენიო - ტიტო, გალვესი (33. არბილია), გალეანო, ნაჩო - ტრაშორასი, საული - ა. პერეა (62. კუევა), ბუენო (48. ბაენა), ლ. ბანგურა - ლარივეი
გაფრთხილება: ნაჩო
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 11-9; თამაშგარე: 14-0; კარში დარტყმა: 14-7 (5-1); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 41 000

ლევანტე-სევილია 0:0
ლევანტე (4-2-3-1): კ. ნავასი - პ. ლოპესი, ვინტრა, დ. ნავარო, ხუანფრანი - პინტო, ადუა - პ. რიოსი (59. ივანშიტცი), რუბენ გარსია (90. ჯეისონი), ჩუმეტრა (75. სიმაო) - ბარალი
სევილია (4-2-3-1): ბეტო - კოკე, კალა, ფასიო, ფ. ნავარო - იბორა (46. კონდოგბია), რაკიტიჩი - ვიტოლო, მარინი, პეროტი (68. რაბელიო) - გამეირო (82. ბაკა)
გაფრთხილება: ნავარო, ლოპესი, ბარალი - იბორა, კოკე, რაკიტიჩი, კონდოგბია, ფასიო
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 17-18; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 8-18 (3-3); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 12 600

მალაგა-ბარსელონა 0:1
გოლი: 0:1 ადრიანო (44)
მალაგა (4-3-3): კაბალიერო - გამესი, ს. სანჩესი, ანხელერი, ანტუნეში - დარდერი, ნაჩო კამაჩო (75. სება ფერნანდესი), ტისონე - პავლოვსკი (63. ელიზეუ), სანტა კრუსი, ოლინგა
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - ადრიანო (46. დანი ალვეში), პიკე, მასკერანო, ალბა - ჩავი, სონგი, ინიესტა (82. სერხი რობერტო) - ა. სანჩესი, ფაბრეგასი, პედრო (62. ნეიმარი)
გაფრთხილება: გამესი, სანჩესი, დარდერი - სანჩესი, ალვეში
კუთხური: 2-11; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 9-15 (3-11); ბურთის ფლობა: 28%-72%.
მაყურებელი: 28 500

ბეტისი-სელტა 1:2
გოლები: 0:1 შარლესი (67), 0:2 ნოლიტო (74), 1:2 რ. კასტრო (90)
ბეტისი (4-2-3-1): სარა - ჩიკა, პაულაუ, პერკისი (30. ამაია), ნაჩო - მატილია, ნოსა - სედრიკი, ვერდუ, ხუან კარლოსი (70. რ. კასტრო) - მოლინა (60. ჩული)
სელტა (4-3-3): იოელი - მალიო, კაბრალი, ფონტასი, ტონი - ა. ლოპესი (84. მადინდა), ოუბინია, კრონ-დელი (63. რ. ალკანტარა) - ა. ფერნანდესი (78. კოსტასი), შარლესი, ნოლიტო
გაფრთხილება: სედრიკი - კრონ-დელი, მალიო, ოუბინია, ალკანტარა
გაძევება: ოუბინია (86)
კუთხური: 12-8; ჯარიმა: 9-18; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 21-13 (7-4); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 29 700

Sportall.Ge

ბომბარდირები:
3 - როდრი რიოსი (ალმერია), დიეგო კოშტა (ატლეტიკო).

მომდევნო ტური
30 აგვისტო:
ალმერია-ელჩე; რაიო ვალეკანო-ლევანტე.

31 აგვისტო:
სელტა-გრანადა; ვალიადოლიდი-ხეტაფე; ოსასუნა-ვილიარეალი.

1 სექტემბერი:
რეალი-ბილბაო; ესპანიოლი-ბეტისი; რეალ სოსიედადი-ატლეტიკო; სევილია-მალაგა; ვალენსია-ბარსელონა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული