უელსელი ჯერაც არ არის "რეალის" ფეხბურთელი ოფიციალურად, თუმცა ესპანეთში და არა მარტო ესპანეთში, ყველა მის სარეკორდო ტრანსფერზე ლაპარაკობს, მის შესახებ კითხვებს პრესკონფერენციებზე სვამენ, თანაც "ბარსელონას" თამაშებზეც კი; მისი 11-ნომრიანი მაისურები უკვე არაოფიციალურად გაყიდვაშიც კი არის მადრიდულ მაღაზიებში.
შეგახსენებთ, რომ თავად ბეილმა უქმეები ესპანეთში გაატარა, კერძოდ, კურორტ მარბელიაზე. ხოლოდ ანდრე ვილაშ-ბოაშმა "ტოტენჰემის" კვირის მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე აღიარა, რომ გარეთ ბეილის
ინგლისური პრესის ინფორმაციით, ლონდონური კლუბის ბოსი დენიელ ლევი დათანხმდა "რეალის" წინადადებას - ბეილი 100 მილიონ ევროდ გადავა "სამეფო კლუბში". ეს კი მსოფლიოს ახალი რეკორდია - ძველი 2009 წლისაა და კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერს ეკუთვნის - 94 მილიონი ევრო.
როგორც აღმოჩნდა, ბეილის ტრანსფერის ნაწილი არ გახდა საპირისპირო მიმართულებით რომელიმე ფეხბურთელის გადასვლა (ლაპარაკი იყო ფაბიო კოენტრაოზე) "ტოტენჰემში". "რეალი" 100 მილიონს სამ პორციად გადაუხდის ლონდონურ კლუბს. ბეილი 6-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და წელიწადში (დაქვითვის შემდეგ!) 10 მილიონ ევროს მიიღებს.
"სანტიაგო ბერნაბეუზე" უკვე მოეწყო სპეციალური ტრიბუნა, საიდანაც გაიმართება უელსელის პრეზენტაცია, რომელიც ამ კვირაშივე შედგება.
"ტოტენჰემს" უკვე შეგულებული ჰყავს 24 წლის უელსელის შემცვლელი, "რომას" არგენტინელი შემტევი ერიკ ლამელა.
P.S. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ერთი ბრიტანული გამოცემა საპირისპიროს წერს - "სქაი სპორტსის" მტკიცებით, "ტოტენჰემი" ბეილის ტრანსფერზე მხოლოდ ერთ კლუბს არ ელაპარაკება და ლონდონელებს ჯერ არ განუცხადებიათ თანხმობა მის მადრიდში გადასვლაზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
MARCA: ლონდონის "არსენალი" იკერ კასილიასის შეძენაზე ფიქრობს