იტალიელმა სპეციალისტმა ახსნა, თუ რატომ გამოვიდა მოედანზე დიეგო ლოპესი და არა იკერ კასილიასი.
"როცა 1:0-ს იგებ, ძნელია, მატჩის მიმდინარეობა აკონტროლო. ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავიმარჯვოთ და ქულები დავაგროვოთ. მიხარია, რომ გუნდმა ამ ამოცანას თავი გაართვა.
"რეალი" კომპაქტური იყო და ეგ კარგია. რაც შეეხება მეკარის არჩევას, დიეგო ლოპესი ამ დროისთვის უკეთეს ფორმაშია, ვიდრე კასილიასი", - თქვა ანჩელოტიმ.
ლა ლიგა. II ტური
გრანადა-რეალი 0:1
გოლი: 0:1
გრანადა (4-2-3-1): ფერნანდესი - ნიომი, დიახატე, მაინცი, ანგულო - იტურა, იებდა (68. ფ. რიკო) - პიტი, ბრაიმი, ბენიტესი (76. ბუონანოტე) - ელ-არაბი (46. რიკი)
რეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - არბელოა, პეპე, ს. რამოსი, მარსელო (61. ნაჩო) - მოდრიჩი, ისკო - დი მარია (89. კარვახალი), იოზილი (65. კაზიმირუ), რონალდო - ბენზემა
გაფრთხილება: პიტი, იტურა, ბრაიმი, მაინცი - პეპე, მარსელო
კუთხური: 5-8; ჯარიმა: 14-10; თამაშგარე: 0-6; კარში დარტყმა: 8-21 (3-8); ბურთის ფლობა: 34%-66%.
მაყურებელი: 20 000
ბომბარდირები
3 - როდრი რიოსი (ალმერია), დიეგო კოშტა (ატლეტიკო).
მომზადებულია Marca-ს მიხედვით