რეალი ლორენტეთი სერიოზულად დაინტერესდა

AutoSharing Option
"რეალის" ხელმძღვანელობა ბილბაოს "ტლეტიკის" ფორვარდის ფერნანდო ლორენტეს გადაბირების საკითხს სერიოზულად განიხილავს. თუ ტრანსფერი შედგა, სავარაუდოდ ის უფრო ზაფხულში განხორციელდება, ვიდრე უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს. კონტრაქტის მიხედვით, კლუბის დატოვების შემთხვევაში ესპანელი ფორვარდის საფასური 36 მილიონ ევროს შეადგენს.

"ატლეტიკის" ამჟამინდელი პრეზიდენტი გარსია მაკუა კატეგორიულად წინააღმდეგია, რომ ფეხბურთელმა გუნდი დატოვოს, მაგრამ შემდეგ წელს არჩევნებია და ახლანდელმა ხელმძღვანელობამ შესაძლოა პოსტი დატოვოს, რასაც "რეალში" ითვალისწინებენ.


მომზადებულია  AS -ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული