მადრიდის "რეალმა" დენის ჩერიშევი "სევილიაში" გაუშვა

AutoSharing Option
"ელ კორეო დე ანდალუსიას" ცნობით, მადრიდის "რეალმა" "სევილიაში" იჯარით გაუშვა რუსი გარემარბი დენის ჩერიშევი. 22 წლის ფეხბურთელი უნაი ემერის მარცხენა ფლანგზე პრობლემას მოუგვარებს.

ჩერიშევი ამ სეზონის წინ გადაიყვანეს "რეალის" პირველ გუნდში, კარლო ანჩელოტი მას კარგა ხანს აკვირდებოდა, თუმცა ბოლოს მაინც მისი 1 წლით გასხვისება გადაწყვიტა.

"სევილიას" სეზონის ბოლოს არ ექნება რუსის შესყიდვის უფლება, "რეალი" მას ყველა ვარიანტში უკან დაიბრუნებს. დენისმა რუსეთის ნაკრებში უკვე მოასწრო ორი მატჩის გამართვა.

შეგახსენებთ, რომ ის ცნობილი რუსი ფეხბურთელის, დმიტრი ჩერიშევის (ესპანეთში ყველაზე დიდხანს ხიხონი ს"სპორტინგში"
თამაშობდა) ვაჟია.

ასევე იხილეთ:
კარლო ანჩელოტი: მადრიდის "რეალი" სეზონისთვის მზად არის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული