"ბარსელონამ" ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველის იბრაჰიმ აფელაის შეძენაზე შეთანხმება მოახერხა. აფელაი, რომელიც ამჟამად ჰოლანდიის პსვ-ში თამაშობს, კატალონიურ გრანდში 2011 წლის იანვარში გადავა, როდესაც ევროპაში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია ორივე კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა.
”ბარსა” აფელაში 3 მილიონ ევროს გადაიხდის, კონტრაქტი კი ოთხ ან ხუთ წელზე იქნება გათვლილი.
აფელაი მთელი კარერის მანძილზე პსვ-ში გამოდის და ოთხჯერ გახდა ჰოლანდიის ჩემპიონი. ნაკრებში 2007 წლიდან თამაშობს. ნახევარმცველი 2008 წლის ევროპის და 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობდა.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით