კლასიკოს ბედი მათ ხელშია

AutoSharing Option

29 ნოემბრის კლასიკომდე ვაგრძელებთ რუბრიკას "კლასიკო ერთი ერთზე", რომელშიც ვცდილობთ ერთმანეთს "ბარსელონსა" და "რეალის" იდენტური პოზიციის ფეხბურთელები "დავუპირისპიროთ". გუნდის მთავარი ვარსკვლავების, ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს შედარების შემდეგ მეკარეებს მივადექით...

11 დღეში "ელ კლასიკოს" ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირები ვიქტორ ვალდესი და იკერ კასილიასი იქნებიან, მსოფლიოს ორი ჩემპიონი. შესაძლოა, სწორედ მათმა თამაშმა განსაზღვროს დიდი დაპირისპირების ბედიღბალი.

მაშ ასე, ჩვენ გველის მსოფლიოს ორი საუკეთესოთაგანი გოლკიპერის დუელი გველის. ბოლო ორი სეზონია ვალდესი ის მეკარეა, რომელიც ლა ლიგაში ყველაზე ნაკლებ გოლს უშვებს. ვალდესს საქმე

სხვებთან შედარებით გაიოლებული აქვს, "ბარსელონას" შეტევებს გადაურჩე და აქეთ შეუტიო, ცოტა არ იყოს, ძალიან ძნელი საქმეა და პრიმერა დივიზიონის ბევრ კლუბს ეს არც შეუძლია. ვალდესს შესანიშნავი კონცენტრაციის უნარი აქვს, ბრწყინვალეა ჰაერში, ძალიან ნიჭიერი და თავდადებულია, არასოდეს დაიხევს უკან, თუნდაც ეს ჯანმრთელობის ფასად დაუჯდეს.

რა ვთქვათ კასილიასზე? ის უბრალოდ საუკეთესოა - ნომერ პირველია. ვის დაავიწყდება არიენ რობენის გასვლა კასილიასის პირისპირ და ესპანელთა გოლკიპერის დიდებული თამაში? პარაგვაელებთან აღებული პენალტი... კასილიასის წარსული "დატენილია" ასეთი დიდებული მომენტებით 2002 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან მოყოლებული.  
ამ ორი მეკარის დაუსწრებელი დუელი სეზონთან ერთად განახლდა და ზენიტს 29 ნოემბერს მიაღწევს.

 ვალდესი კასილიასი
მატჩი (სტარტი) 11 (11) 11 (11)
ყვითელი ბარათი 2 0
მოგერიებული დარტყმა 51 41
ზამორას რეიტინგი 0,73 (2) 0,45 (1)
გაშვებული ბურთი 8 5
მატჩი ნაკრებში 3 115
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული