29 ნოემბრის კლასიკომდე ვაგრძელებთ რუბრიკას "კლასიკო ერთი ერთზე", რომელშიც ვცდილობთ ერთმანეთს "ბარსელონსა" და "რეალის" იდენტური პოზიციის ფეხბურთელები "დავუპირისპიროთ". გუნდის მთავარი ვარსკვლავების, ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს შედარების შემდეგ მეკარეებს მივადექით...
11 დღეში "ელ კლასიკოს" ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირები ვიქტორ ვალდესი და იკერ კასილიასი იქნებიან, მსოფლიოს ორი ჩემპიონი. შესაძლოა, სწორედ მათმა თამაშმა განსაზღვროს დიდი დაპირისპირების ბედიღბალი.
მაშ ასე, ჩვენ გველის მსოფლიოს ორი საუკეთესოთაგანი გოლკიპერის დუელი გველის. ბოლო ორი სეზონია ვალდესი ის მეკარეა, რომელიც ლა ლიგაში ყველაზე ნაკლებ გოლს უშვებს. ვალდესს საქმე
რა ვთქვათ კასილიასზე? ის უბრალოდ საუკეთესოა - ნომერ პირველია. ვის დაავიწყდება არიენ რობენის გასვლა კასილიასის პირისპირ და ესპანელთა გოლკიპერის დიდებული თამაში? პარაგვაელებთან აღებული პენალტი... კასილიასის წარსული "დატენილია" ასეთი დიდებული მომენტებით 2002 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან მოყოლებული.
ამ ორი მეკარის დაუსწრებელი დუელი სეზონთან ერთად განახლდა და ზენიტს 29 ნოემბერს მიაღწევს.
ვალდესი კასილიასი
მატჩი (სტარტი) 11 (11) 11 (11)
ყვითელი ბარათი 2 0
მოგერიებული დარტყმა 51 41
ზამორას რეიტინგი 0,73 (2) 0,45 (1)
გაშვებული ბურთი 8 5
მატჩი ნაკრებში 3 115