დი მარია უკვე რეალელია

AutoSharing Option
მადრიდში ჩასული ანხელ დი მარია "რეალის" სამედიცინო შტაბმა გულდასმით გამოიკვლია და რაკი 22 წლის არგენტინელ გარემარბს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირედი პრობლემაც კი არ აღმოაჩნდა, სამეფო კლუბში მისი ჩარიცხვა უკვე გადაწყვეტილია.

"ყველა ტესტმა გვიჩვენა, რომ იგი აბსოლუტურად ჯანმრთელია. ახლა დი მარიას დასვენება სჭირდება, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატის მერე ძალები ჯერ ბოლომდე ვერ აღიდგინა. იგი "რეალს" სეზონისწინა მოსამზადებელ შეკრებაზე შეუერთდება", - აცხადებს მადრიდელი ექიმი.


შვებულებაში გასვლამდე კი დი მარიას პრეზენტაცია გაიმართება. ცერემონიალი პარასკევს შედგება "სანტიაგო ბერნაბეუზე".

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული