ვისენტე დელ ბოსკე: ესპანეთი უარესად ვერ ითამაშებდა
AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე პორტუგალიასთან ამხანაგური მატჩის 0:4 წაგებით იმედგაცრუებულია. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონებმა არგენტინასთან 1:4 წააგეს.
"ეს საშინელი მატჩი იყო, უარესად თამაშს უბრალოდ ვერ შევძლებდით. გამართლება არ გვაქვს. ესპანეთი თამაშობდა ძალიან გახსნილ ფეხბურთს, რაც მეტოქეს ბევრი საგოლე მომენტის შექმნის შესაძლებლობას აძლევდა", - განაცხადა დელ ბოსკემ.