ვისენტე დელ ბოსკე: ესპანეთი უარესად ვერ ითამაშებდა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე პორტუგალიასთან ამხანაგური მატჩის 0:4 წაგებით იმედგაცრუებულია. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონებმა არგენტინასთან  1:4 წააგეს.

"ეს საშინელი მატჩი იყო, უარესად თამაშს უბრალოდ ვერ შევძლებდით. გამართლება არ გვაქვს. ესპანეთი თამაშობდა ძალიან გახსნილ ფეხბურთს, რაც მეტოქეს ბევრი საგოლე მომენტის შექმნის შესაძლებლობას აძლევდა", - განაცხადა დელ ბოსკემ.

მომზადებულია AP-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული