აგირემ სარაგოსა ჩაიბარა

AutoSharing Option
"სარაგოსამ" მთავარი მწვრთნელი ხოსე აურელიო გაია თანამდებობიდან გაათავისუფლა. ეს გადაწყვეტილება გუნდის არასახარბიელო შედეგებმა გამოიწვია, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის 11 ტურის შემდეგ, მხოლოდ 7 ქულის მოპოვება შეძლო.

"სარაგოსა" ესპანეთის თასის გათამაშებასაც გამოეთიშა "ბეტისთან" დამარცხების შემდეგ, რომელიც მეორე დივიზიონში ასპარეზობს. გაიას ადგილს მექსიკის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ხავიერ აგირე დაიკავებს. 52 წლის სპეციალისტს ესპანეთში მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს. ის წარსულში "ატლეტიკოსა" და "ოსასუნას" წვრთნიდა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული