"ბარსელონამ" სამი ქულა მოიპოვა, მაგრამ ლიონელ მესი დაკარგა [VIDEO]

AutoSharing Option
პრიმერა დივიზიონის მე-7 ტურში მე-7 გამარჯვება იზეიმა "ბარსელონამ". ესპანეთის ჩემპიონმა სტუმრად 2:0 დაამარცხა "ალმერია".

21-ე წუთზე ლიონელ მესიმ პედროსთან კედელი გაითამაშა და ძელის დახმარებით ანგარიში გახსნა, ხოლო 56-ე წუთზე მარცხნიდან სესკ ფაბრეგასის ჩაწოდებულს პირველი ადრიანო კორეია გამოეხმაურა.

აღსანიშნავია, რომ არ უთამაშია ნეიმარს, ხერარდო მარტინომ ის სათადარიგო სკამზე დატოვა.

7 მატჩიდან 7 გამარჯვება "ბარსელონას" ისტორიაში საუკეთესო სტარტია.

"ბარსას" ძვირი დაუჯდა ეს მოგება - 28-ე წუთზე მესი შესაცვლელი გახდა.

"ლეოს კუნთებთან დაკავშირებული პრობლემა აქვს", - განმარტა თამაშის შემდეგ ხერარდო მარტინომ.

ესპანური პრესის
ცნობით, ლეო გამოტოვებს ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის მატჩს გლაზგოს "სელტიკთან", ასევე შემდეგი ტურის შეხვედრას ლა ლიგაში, "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ და კლუბს მხოლოდ სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. VII ტურის წინ: რეკორდისა და ნავსის გატეხვის მოლოდინი




მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორ მინდა ჩემი ბიჭებიც შენსავით მაგარი ფეხბურთელები გახდნენ: რა ვიცი ვწვალობთ კი ამისთვის და ვნახოთ რა იქნება: უფალი გფარავდეს.
mara
12:12 30-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული