სანდრო როსელმა ალვეშის აგენტი უარით გაისტუმრა, როცა ბრაზილიელის მოთხოვნას ხელფასის გაზრდის შესახებ გაეცნო. "ბარსელონას" ურჩევნია ალვეში იანვრის სატრანსფერო ბაზარზე გაყიდოს, ვიდრე ხელშეკრულების გასვლას დაელოდოს და უნიჭიერესი მარჯვენა მცველი სულ არაფრად დაკარგოს.
27 წლის დანი ალვეშს კლუბთან ხელშეკრულება კიდევ წელიწადნახავერი აქვს, მერე კი 2008 წელს "სევილიასგან" 32 მილიონ ევროდ ნაყიდი ბრაზილიელი
რა უნდოდა ყატარში ზიდანს?
მადრიდის "რეალმა" ყატარის დედაქალაქში არგენტინისა და ბრაზილიის ნაკრებთა შეხვედრაზე ზინედინ ზიდანი და აიტორ კარანკა მიავლინა. ოფიციალურად მოურინიოს თანაშემწე კარანკა იქ "რეალის" ფეხბურთელების გონსალო იგუაინისა და ანხელ დი მარიას თამაშს აკვირდებოდა, ხოლო ფლორენტინო პერესის მრჩეველი ზიდანი ყატარის ელჩია 2022 წლის მუნდიალის მასპინძლობის კამპანიაში. ზიდანი ალექს ფერგიუსონის, რონალდ დე ბურის, მარიო კემპესისა და ოსვალდო არდილესის გვერდით იჯდა ტრიბუნებზე. ესპანური მედია "რეალის" ბასკი და ფრანგი "მსტოვრების" მიზნად ხავიერ პასტორეს თამაშის დაზვერვას ასახელებს. ხავიერ პასტორემ ამას წინათ აღნიშნა, რომ მან, შესაძლოა, 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ "პალერმო" დატოვოს.
კლასიკო გონსალესს ანდეს
სამსაჯო კარიერაში მესამედ ცნობილი ესპანელი არბიტრი იტურალდე გონსალესი განსჯის. 29 ნოემბერს "კამპ ნოუზე" ესპანურ დერბიში "ბარსელონა" მადრიდის "რეალს" მასპინძლობს. ამ სუპერშეხვედრას გაუძღვება ბასკი, რომლის მსაჯობაც კატალონიელებს კარგად აქვთ დაცდილი - 1998/99 წლების სეზონში "კამპ ნოუზე" "ბარსელონამ" 3:0 გაანადგურა მეტოქე, 2005/06 წლების სეზონში კი კატალონიელებმა ამავე ანგარიშით სულაც "სანტიაგო ბერნებეუზე" გაიმარჯვეს. იტურალდეს პირველი "კლასიკო" გამორჩეული იმით იყო, რომ უკვე მე-20 წუთზე ლუიშ ფიგუსთან უხეშობისთვის მოედნიდან რობერტო კარლოსი გააძევა. მეორე თამაში კი რონალდინიოს ბენეფისად იქცა, პირველად "კლასიკოს" ისტორიაში "ბერნაბეუს" ტრიბუნებმა ოვაციებით დააჯილდოვეს ბარსელონელი ფეხბურთელი. მიღწევა, რომელსაც ალბათ ვეღარავინ გაიმეორებს.
ფული არ გვინდა, გვინდა ლორენტე...
იანვრის სატრანსფერო სეზონი ახლოვდება, ესპანეთში კი ყველაზე მეტს ფერნანდო ლორენტეს შესაძლო ტრანსფერზე საუბრობენ. ბასკ ფორვარდს ლამის ყველა ევროპული გრანდი ეპატიჟიება, მაგრამ "ატლეტიკის" ხელმძღვანელობა მის გაშვებას სულაც არ აპირებს. პოტენციურ მყიდველებს ჰგონიათ, რომ ამით ბილბაოელები ლორენტეს ფასს მაღლა წევენ, არადა სულ სხვა აზრისაა "ატლეტიკის" პრეზიდენტი ფერნანდო გარსია მაკუა: "არ მჭირდება ფული, მჭირდება ლორენტე". თუკი ადრე 30-40 მილიონ ევროზე მიდიოდა ლაპარაკი, "მარკას" თანახმად, ლორენტეს ფასი გაორმაგდა, ახლა ის 63 მილიონი ევრო ღირს.
დე ხეა ალბიონზე მაინც მიდის
"მანჩესტერ იუნაიტედი" ძალიან ახლოსაა მადრიდის "ატლეტიკოს" 20 წლის გოლკიპერ დავიდ დე ხეას შეძენასთან. "თაიმსის" ინფორმაციით, დე ხეა მანკუნიანელებს 17,5 მილიონი ევრო დაუჯდებათ. კლუბები უკვე შეთანხმდნენ ძირითად საკითხებზე, თუმცა ჯერ უცნობია, როდის გადავა დე ხეა მანჩესტერში სეზონის ბოლოს თუ იანვარში. "იუნაიტედის" ხელმძღვანელობას ესპანელი 40 წლის ედვინ ვან დერ სარის მემკვიდრედ ესახება.
ორი დერბი მერვედფინალში
გაიმართა "სამეფო თასის" მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. პირველი მატჩები 22 დეკემბერს გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრები უკვე 2011 წელს, 5 იანვარს. განსაკუთრებით საინტერესო იქნება "ბარსელონასა" და ბილბაოს "ატლეტიკის" დაპირისპირება. გაიმართება ორი დერბი, ვალენსიური (ვალენსია-ვილიარეალი) და ანდალუსიური (სევილია-მალაგა). გუნდები ასე დაწყვილდნენ:
ვალენსია-ვილიარეალი
ატლეტიკო-ესპანიოლი
რეალი-ლევანტე
სევილია-მალაგა
ალმერია-მალიორკა
ბეტისი-ხეტაფე
კორდობა-დეპორტივო
ბარსელონა-ბილბაო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"