გარეთ ბეილი 91 მილიონ დოლარადაა დაზღვეული

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა გარეთ ბეილის დაზღვევის თანხა დაასახელა.

იმ შემთხვევაში, თუ ბეილი ტრავმის გამო კარიერას დაასრულებს, დაზღვევის თანხა 91 მილიონი ევრო იქნება.

"ამბობდნენ, რომ ბეილს ხერხემლის თიაქარი აქვს, მაგრამ ეს სიმართლე არაა. სხვა შემთხვევაში ჩვენ ამას დავადასტურებდით.

როგორც ყველამ იცის, მას მცირე პრობლემები ჰქონდა წინასასეზონო მომზადების დროს. გარდა ამისა, მას თეძოს ტრავმაც აწუხებდა, მაგრამ ახლა ის სრულ მზადყოფნაშია.

გარეთი 19 ოქტომბერს თამაშს გეგმავს",
- თქვა პერესმა.

მომზადებულია fifa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული