ვინ სურთ "ბარსას" გულშემატკივრებს?

AutoSharing Option
პრესაში გავრცელებული ხმების თანახმად, "ბარსელონა" ზამთრის სატრანსფერო პაუზის დროს მეკარის, მცველის და ფორვარდის შეძენას ეცდება. დღეს იმის თქმა, თუ ვის იყიდიან კატალონიელები, საკმაოდ რთულია; სამაგიეროდ, უკვე ცნობილია, თუ ვისი ხილვა სურთ საყვარელ კლუბში "ბარსას" ქომაგებს...

ესპანურმა "მარკამ" საკუთარ საიტზე გამოკითხვა ჩაატარა და გულშემატკივრებს თითო პოზიციაზე ხუთი ფეხბურთელი შესთავაზა. სულ გამოკითხვაში მონაწილეობა 82 653-მა ადამიანმა მიიღო და აი, მისი შედეგებიც:

გოლკიპერის პოზიციაზე, "ბარსელონას" გულშემატკივრები უპირატესობას ტიბო კურტუას ანიჭებენ. "ჩელსის" საკუთრებაში მყოფმა ბელგიელმა ხმათა 48,1 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე მიონხენგლადბახის "ბორუსიას" წევრი
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გავიდა - 17,6%. მესამე ადგილი პეპე რეინამ (ნაპოლი) დაიკავა - 14,8%, ყველაზე ცოტა ხმა კი დავიდ დე ხეამ და პეტრ ჩეხმა მიიღეს.

მცველებში ყველას ინიგო მარტინესმა (სოსიედადი) აჯობა - 42,8%, მეორე-მესამე ადგილები კი ედერ ალვარეს ბალანტამ (რივერ პლეიტი) და ტომას ვერმალენმა (არსენალი) დაიკავეს - ორივემ ხმათა 18% მიიღო. მომდევნო ადგილებზე ელიაკიმ მანგალა (პორტუ) და სანტიაგო ვერხინი (ესტუდიანტესი) გავიდნენ.

თავდამსხმელებიდან კატალონიური კლუბის ქომაგს საყვარელ გუნდში მიროსლავ კლოზეს (ლაციო) ხილვა ურჩევნია - ვეტერანმა გერმანელმა ხმების 37,5 პროცენტი მოაგროვა, მეორეზე პარაგვაელი ოსკარ კარდოსო (ბენფიკა) გავიდა - 22,5%, მესამე ადგილი კი დიეგო მილიტომ (ინტერი, 21,3%) დაიკავა. კიდევ ორი პარაგვაელი, ნელსონ ვალდესი და როკე სანტა კრუსი აუტსაიდერები აღმოჩნდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტიბო კურტუა: ახლა მსოფლიოს 5 საუკეთესო მეკარეთა რიცხვში შევდივარ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული