"ახლა საუკეთესო ფორმაში ვიმყოფები. ჩემი აზრით, ახლა მსოფლიოს 5 საუკეთესო მეკარეთა რიცხვში შევდივარ.
"ატლეტიკოში" ძალიან მოვუმატე, განსაკუთრებით, გასულ სეზონში, როცა ესპანეთის თასი და უეფას სუპერთასი მოვიგეთ.
ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიე, განსაკუთრებით, სიჩქარესა და რეაქციაში. ფასდაუდებელი გამოცდილება მივიღე.
რაც შეეხება ჩემს მომავალს, თამაში მსურს და არა სათადარიგოთა სკამზე ჯდომა. "ატლეტიკოში" ბედნიერი ვარ", - თქვა კურტუამ.
მომზადებულია AS-ის მიხედვით