შუსტერი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
მართალია, ეს "მალაგა" ის აღარ არის, რაც შარშან იყო, მაგრამ ჯერჯერობით, ვერც "რეალი" თამაშობს დამაჯერებლად - "სამეფო კლუბმა" წინა ტურში "ლევანტეს" გაჭირვებით მოუგო, მანამდე კი მადრიდის "ატლეტიკოსთან" წააგო. კარლო ანჩელოტიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა კიდეც, რომ "რეალი" აუცილებლად მოუმატებს, რადგან იმაზე ცუდად თამაში უბრალოდ შეუძლებელია...
ბერნდ შუსტერმა პირველი
სტუმრები შეხვედრას დანაკლისის გარეშე ხვდებიან, "რეალს" კი ჩაბი ალონსო და რაფაელ ვარანი არ ეყოლება. საეჭვოა გარეთ ბეილის თამაშიც, თუმცა ჟურნალისტების აზრით, უელსელი მინიმუმ სათადარიგოთა სკამზე მაინც იქნება. ძირითად შემადგენლობაში იქნება ისკო, რომელიც ყოფილ კლუბს დაუპირისპირდება. სხვათა შორის, ამ გუნდების შარშანდელ დაპირისპირებაში ისკომ გოლი გაიტანა, ოღონდ მაშინ ის "მალაგას" რიგებში ირიცხებოდა.
ისტორიულად, "მალაგას" მადრიდულ კლუბთან ძალიან უჭირს. თავად განსაჯეთ - წინა სეზონში, "ლა როსალედაზე" გამართული მატჩი ანდალუსიელების გამარჯვებით დასრულდა (3:2) და ეს იყო პირველი გამარჯვება, რომელიც "მალაგამ" "რეალთან" მოიპოვა. იქამდე, ჩემპიონატში და თასზე გამართული 24 მატჩიდან 18 "სამეფო კლუბმა" მოიგო, 6 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
პამპლონაში თამაში რთულია
"ბარსელონას" ისევ არ ეყოლება ლიონელ მესი... ძირითად შემადგენლობაში მაინც. მოგეხსენებათ, არგენტინელმა ტრავმა "ალმერიასთან" შეხვედრაში მიიღო და მას შედეგ მოედანზე არ გასულა. მართალია, "პულგა" უკვე ვარჯიშობს, მაგრამ "რეინო დე ნავარაზე" მისი თამაში საეჭვოა, რადგან "ბარსას" წინ ორი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ელის - სამშაბათს "მილანთან", მომდევნო ტურში კი მადრიდის "რეალთან".
ხერარდო მარტინოს მეორე თანამემამულე, ხავიერ მასკერანო ნამდვილად არ ეყოლება, სამაგიეროდ სათადარიგოთა სკამზე უნდა იყოს კარლეს პუიოლი და თუ მწვრთნელი მოისურვებს, კაპიტანი მოედანზე რამდენიმე წუთსაც დაჰყოფს. შეგახსენებთ, რომ პუიოლმა ბოლოს 12 მარტს, "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრაში ითამაშა.
თუ ამ გუნდების ბოლო წლების შეხვედრებს გადავხედავთ, "რენიო დე ნავარაზე" და "კამპ ნოუზე" ჩატარებულ მატჩებს შორის მკვეთრ სხვაობას დავინახავთ. თუ კატალონიაში "ბარსა" დიდი ანგარიშით იგებს (შარშან - 5:1, შარშანწინ - 8:0), ნავარაში სტუმრებს საკმაოდ უჭირთ - შარშან "ბარსელონამ" მხოლოდ 2:1 მოიგო, თანაც შეხვედრა 0:1-დან მას შემდეგ გადაარჩინა, რაც მასპინძლებს "პაჩი" პუნიალი ტყუილად გაუძევეს, ხოლო იმის წინა სეზონში გამარჯვება საერთოდ "ოსასუნამ" მოიპოვა - 3:2.
"ატლეტიკო" კატალონიაში
"ბარსელონასთან" ერთად, ჩემპიონატის ლიდერი "ატლეტიკო" კატალონიაში ჩადის და დღის ბოლო შეხვედრაში "ესპანიოლს" შეხვდება, რომელმაც პირველი ხუთი ტური წაუგებლად განვლო, მაგრამ ბოლო სამ შეხვედრაში ზედიზედ დამარცხდა. მასპინძლებს დისკვალიფიკაციის გამო წინა ტურში გაძევებული ვიქტორ სანჩესი არ ეყოლებათ, ექტორ მორენო კი ტრავმირებულია. სამაგიეროდ, ითამაშებს სიმაო საბროსა, რომელიც ყოფილი გუნდის დამწუხრებას ეცდება.
გამარჯვების შემთხვევაში, "ატლეტიკო" (ისევე როგორც "ბარსა) პრიმერა დივიზიონის ყველა დროის რეკორდს გაიმეორებს, რომელიც თანაქალაქელ "რეალს" ეკუთვნის - "სამეფო კლუბმა" 1968/69 წლების სეზონი ზედიზედ 9 გამარჯვებით დაიწყო და საბოლოოდ, ჩემპიონობის მოპოვებით დაასრულა.
"ვალენსიას" რევანში აქვს ასაღები
ამ ტურის კიდევ ერთი საინტერესო მატჩი ასევე შაბათს გაიმართება - "მესტალიაზე" სტუმრად "რეალ სოსიედადი" ჩავა, რომელმაც წინა სეზონში "ვალენსია" აშკარად დაჩაგრა. გარდა იმისა, რომ ბასკებმა "ღამურებს" მეოთხე ადგილი და ჩემპიონთა ლიგის საგზური წაართვეს, ჩემპიონატის ორივე შეხვედრა "ვალენსიას" გამანადგურებელი მარცხით დასრულდა - "მესტალიაზე" 2:5, "ანოეტაზე" - 2:4.
ამ მომენტისთვის გუნდები რადიკალურად განსხვავებულ მდგომარეობაში არიან. მიროსლავ ჯუკიჩის გუნდი კარგ ფორმაშია და თავს 5-მატჩიანი წაუგებელი სერიით (ყველა ტურნირზე) იწონებს, "სოსიედადმა" კი ბოლო გამარჯვება 28 აგვისტოს, "ლიონთან" მოიპოვა. მას შემდეგ, იაგობა არასატეს შეგირდებმა რვა მატჩი ჩაატარეს, საიდანაც მხოლოდ სამი დაასრულეს ფრედ. მორიგი მარცხის შემთხვევაში (რაც სავსებით რეალურია), დიდი შანსია 35 წლის მწვრთნელი უმუშევარი დარჩეს.
ტურის ბოლო მატჩი კი ასევე ვალენსიელებს და ბასკებს შორის გაიმართება. ბილბაოს "ატლეტიკი" "ვილიარეალს" უმასპინძლებს, რომელიც ჯერჯერობით ძალიან კარგად თამაშობს და მეოთხე ადგილსაც დამსახურებულად იკავებს. "ბასკების სიამაყეს" "ყვითელ წყალქვეშა ნავთან" ძალიან უჭირს - ჩემპიონატის ბოლო 15 მატჩიდან "ატლეტიკმა" მხოლოდ 1 მოიგო, 3 მატჩი ფრედ დასრულდა, 11-ჯერ კი გამარჯვება "ვილიარეალს" დარჩა.
IX ტური
19 ოქტომბერი. მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 18:00
რეალი-მალაგა
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჩაბო ალონსო, ვარანი (რეალ)
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +19 =6 -1 (67:28)
ბოლო 6 მატჩი
+4 =1 -1 (14-8) +2 =3 -1 (11-5)
სავარაუდო შემადგენლობები:
რეალი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო - ილიარამენდი, მოდრიჩი - დი მარია, ისკო, კრიშტიანო რონალდო - ბენზემა
მალაგა (4-2-3-1): ვილი კაბალიერო - ხესუს გამესი, სერხიო სანჩესი, ანხელერი, ანტუნეში - დარდერი, ტისონე - პორტილიო, პ. მორალესი, ელიზეუ - სანტა კრუსი
19 ოქტომბერი
ვალენსია-სოსიედადი 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დიეგო ალვეში, ჟოაო პერეირა - ჩაბი პრიეტო, გრანერო, დანი ესტრადა, იფრანი
ურთიერთშეხვედრები
სულ 34 თამაში: +15 =11 -8 (56:42)
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 (9-8) +0 =3 -3 (3-8)
ოსასუნა-ბარსელონა 22:00
დისკვალიფიკაცია: სეხუდო (ოსასუნა)
ტრავმა: ლოე, რ. ტორესი, ეჩაიდე, მიგელ ფლანიო, ნინო - მესი, მასკერანო, ალბა, აფელაი, კუენკა
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +5 =7 -18 (25:67)
ბოლო 6 მატჩი
+2 =0 -4 (5-9) +6 =0 -0 (20-6)
ესპანიოლი-ატლეტიკო 00:00
დისკვალიფიკაცია: ვიქტორ სანჩესი (ესპანიოლი)
ტრავმა: მატიონი, ე. მორენო, ვიქტორ ალვარესი - რაულ გარსია, ადრიანი
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 თამაში: +12 =10 -14 (51:54)
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 (6-8) +6 =0 -0 (13-5)
20 ოქტომბერი
გრანადა-ხეტაფე 14:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დანი ბენიტესი, რესიო, პიტი - ლაფიტა, ხუან ვალერა
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +2 =1 -1 (5:3)
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 (3-6) +4 =0 -2 (10-7)
ალმერია-ვალეკანო 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - სება ფერნანდესი, ხოსე კარლოსი
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +2 =1 -1 (7:4)
ბოლო 6 მატჩი
+0 =2 -4 (7-14) +1 =0 -5 (3-16)
ბეტისი-ელჩე 21:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რუბენ კასტრო, სერხიო როდრიგესი, ედერ ვილარჩაო - სერხიო პელეგრინი
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +2 =2 -4 (9:14)
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 (6-6) +2 =2 -2 (7-7)
ვალიადოლიდი-სევილია 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მანუჩო, სასტრე, ა. რუბიო, ოსკარი, დ. ლარსონი, ვიქტორ პერესი - მბია, ჩერიშევი, ფ. ნავარო, ვიტოლი, კარიკო, რეიესი, სისინიო
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +6 =11 -7 (29:38)
ბოლო 6 მატჩი
+1 =3 -2 (5-9) +2 =2 -2 (12-11)
21 ოქტომბერი
სელტა-ლევანტე 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბელვისი, სამუელ ლორკა, ბერმეხო
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +2 =4 -2 (10:9)
ბოლო 6 მატჩი
+0 =2 -4 (4-9) +2 =3 -1 (8-7)
ბილბაო-ვილიარეალი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: იბაი გომესი, ბალენსიაგა, კიკე სოლა - ხაუმე კოსტა, ფარინოსი
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +6 =7 -13 (26:41)
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 (9-12) +3 =2 -1 (10-4)
ბომბარდირები: 10 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო); 8 - მესი (ბარსელონა); 7 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 5 - პედრო (ბარსელონა), როდრი (ალმერია)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"