ლა ლიგა: ელ კლასიკოს უვერტიურა

AutoSharing Option

სტატიის სულ ბოლოში წერია, რომ 29 ნოემბერს "ბარსელონა"-"რეალია". სწორედ ეს თამაში იყო განმსაზღვრელი ბოლო ტურშიც, თუმცა კი ის ერთი კვირის შემდეგ გაიმართება. გრანდებმა "კლასიკოს" წინ ნაყოფიერად "ივარჯიშეს", "ბარსელონამ" სეზონის რეკორდი დაამყარა, როცა "ალმერიას" სტუმრად 8:0 მოუგო, ხოლო "რეალმა" საკმაოდ ღონიერი "ატლეტიკი" 5:1-ს "დააჯერა". ლეო მესისა და კრიშტიანო რონალდოს დაუსწრებელი დუელი დასრულდა - მესიმ ანდალუსიაში საბრალო მეტოქეს სამი გოლი გაუტანა, რონალდო მას არ ჩამორჩა და ბასკთა კარში შეასრულა ჰეთ თრიკი, მოკლედ დაუსწრებელი ქიშპობა მორჩა, ახლა ნამდვილი დუელის დროა - მესი რონალდოს

წინააღმდეგ, გვარდიოლა - მოურინიოს, "ბარსა" კი - "სამეფო კლუბის".

საოცარი და ჯიუტი კაცი ჩანს ხუან მანუელ ლილიო, "ალმერიას" თავკაცი (ჯერჯერობით, მისი მოხსნის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს) "ბარსელონასთანაც" 4-3-3 ტაქტიკური სქემით გავიდა სათამაშოდ. აბა ამას გვარდიოლას გუნდი ვინმეს აპატიებდა? ეტყობა ლილიო შესანიშნავი ვესტერნის, "კარგი, ცუდი და ბოროტი" დიდი თაყვანისმცემელია, რომელიც, სხვათა შორის, ალმერიაშია გადაღებული, და გარისკვა უყვარს... გამოვიდა კაცი ფეხბურთის სათამაშოდ, 11-ივე ფეხბურთელსაც ასეთი მითითება მისცა - ითამაშეთ! შედეგი კი სავალალო მიიღო, მეორე ტაიმში კატალონიელები უკვე "კლასიკოზე" და საკუთარ ფეხებზე ფიქრობდნენ, თორემ ისედაც ასტრონომიული ანგარიში, კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა.

თითოეული გოლის აღწერას ნუ მოგვთხოვთ, ამას გაზეთის ნახევარი გვერდი დასჭირდება - მესის გაბრწყინებაზე კი უკვე მოგახსენეთ. მას უკვე 13 გოლი აქვს პრიმერაში გატანილი. სამ გოლს ლეომ ორი საგოლე პასიც მოაყოლა. თავი გამოიჩინა სათადარიგო ფორვარდმა ბოიან კრკიჩმაც, რომელმაც ანდალუსიელთა კარში დუბლი შეასრულა, ორი საგოლე პასი იკმარა დავიდ ვილიამ, პირველი სულაც საფეხბურთო ხელოვნების ნიმუში. "ბარსელონამ" ბოლოს 51 წლის წინათ მოიგო ასეთი ანგარიშით სტუმრად.

თხა-თხაზე ნაკლების პრინციპით იმოქმედეს "სამეფო კლუბმა" და რონალდომ. მართალია, მათი მეტოქე "ალმერიაზე" გაცილებით მაღალი დონის გუნდი იყო და ბასკებიც უშიშრად გავიდნენ "ბერნაბეუზე" საომრად, მაგრამ საბოლოოდ შედეგი თიYთქმის ანალოგიური მივიღეთ - "რეალმა" საბოლოოდ მაინც გატეხა მეტოქე, ხოლო რონალდომ ჰეთ-თრიკი მაინც შეასრულა.

დისკვალიფიცირებული ჟოზე მოურინიოს ნაცვლად სათადარიგოთა სკამზე მისი ასისტენტი აიტორ კარანკა იჯდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბილბაოს "ატლეტიკი" ყველაზე ძლიერი გუნდია, რომელსაც წლეულს "სამეფო კლუბი" შეხვედრია. სხვათა შორის, როდესაც ანხელ დი მარიას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი სერხიო რამოსმა შეასრულა, ტრიბუნაზე მჯდომი მოურინიო აღშფოთდა - მას შტატიან პენალტისტად რონალდო ჰყავს გამწესებული, ხოლო "განსაკუთრებულს" ძალიან უყვარს, როცა ყველაფერს აკონტროლებს და მისი ბრძანებები სრულდება. რონალდომ "თავისი" პენალტი მაინც დაარტყა, თანაც ორჯერ (მსაჯმა პირველი არ ჩაუთვალა დარტყმისას პაუზის გაკეთებისთვის).

"რეალს" ძვირი დაუჯდა ეს გამარჯვება - 69-ე წუთზე ზურგის ტკივილის გამო მოედანი სამი ხედირამ დატოვა. გერმანელს დღეს საფუძვლიანად გამოიკვლევენ.

კრიშტიანო რონალდო: "გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა, მეც გოლები გავიტანე უზომოდ კმაყოფილი ვარ. ჩემი თვითმიზანი არ არის "პიჩიჩის" პრიზის მოპოვება, მთავარია, ჩემი თამაშით გუნდს მოგებებში დავეხმარო. "ბარსამ" "ალმერია" 8:0 დაამარცხა? მერე რა? ვნახოთ, თუ შეძლებენ ისინი ორშაბათს ჩვენს კარში ამდენივე გოლის გატანას".

ტური კი ვალენსიური დერბით დაიწყო - "ელ მადრიგალზე" "ვილიარეალმა" და "ვალენსიამ" ქულები გაიყვეს. იტალიელმა ჯუზეპე როსიმ "ელ სუბმარინოს" ქულა კი გადაურჩინა, მაგრამ "ვილიარეალმა" შინ 100%-იანი შედეგი დაკარგა. თავიდან ხოაკინის ჩაწოდებით არიც ადურისმა დააწინაურა სტუმართა გუნდი. "ვილიარეალმა" მესამე ადგილი შეინარჩუნა, მაგრამ გარიდოს გუნდი ახლა 8 ქულით ჩამორჩება "რეალს" და 7 ქულით "ბარსელონას".

ხუან კარლოს გარიდო (ვილიარეალი): "თამაშით ჩვენ ვიმსახურებდით გამარჯვებას, მაგრამ მხოლოდ ერთი გოლი ამისთვის საკმარისი არ იყო. ძალიან გამიკვირდა, როცა "ვალენსიამ" სამი ცენტრალური მცველით ითამაშა. ამან, რა თქმა უნდა, პრობლემები შეგვიქმნა, მაგრამ ჩვენ მუდამ შემტევი სტილის მიმდევრები ვართ და ამ გზას არ გადავუხვევთ".

უნაი ემერი (ვალენსია): "ქულით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მეტიც შეგვეძლო, მაგრამ ამისთვის მეორე გოლი უნდა გაგვეტანა. ჩვენმა მცველებმა მათი საშიში ფორვარდები კარგად "დაიჭირეს".

მომდევნო ტური

27 ნოემბერი: სარაგოსა-ვილიარეალი, სევილია-ხეტაფე, ატლეტიკო-ესპანიოლი; 28 ნოემბერი: ერკულესი-ლევანტე, მალიორკა-მალაგა, რასინგი-დეპორტივო, სპორტინგი-რეალ სოსიედადი, ბილბაო-ოსასუნა, ვალენსია-ალმერია; 29 ნოემბერი: ბარსელონა-რეალი.


ესპანეთი. ლა ლიგა. XII ტური

ვილიარეალი-ვალენსია 1:1
ვილიარეალი (4-4-2): დ. ლოპესი - ა. ლოპესი, გონსალო, მარჩენა, კაპდევილა (61. მ. რუბენი) - კასორლა, ბრუნო, ბ. ვალერო (69. სენა), კანი - ნილმარი, როსი.  
ვალენსია (5-4-1): მოია - მიგელი (57. დეალბერტი), სტანკევიჩიუსი, დ. ნავარო (39. ბანეგა), რ. კოშტა, ბრუნო - ხოაკინი, მადურო, ტ. კოსტა, პ. ერნანდესი - ადურისი (75. სოლდადო).
გოლები: 0:1 ადურისი (20), 1:1 როსი (73)
გაფრთხილება: ბ. ვალერო, კასორლა, სენა - მადურო, დ. ნავარო, ბანეგა, სტანკევიჩიუსი, ბრუნო, ტ. კოსტა, ხოაკინი, დეალბერტი
გაძევება: სტანკევიჩიუსი (81)
კუთხური: 1-4; ჯარიმა: 9-26; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 18-8 (6-2); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 20 000

ალმერია-ბარსელონა 0:8
ალმერია (4-3-3): დ. ალვეში - მასედო, აკასიეტე, კ. გარსია, ხუანმა ორტისი - მბამი, ბერნარდელო, ვარგასი - კორონა, გოიტონი, პიატი.

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დ. ალვეში, პუიოლი, ფონტასი, მაქსველი - ჩავი (46. კეიტა), მასკერანო, ინიესტა (46. ტ. ალკანტარა) - პედრო (55. კრკიჩი), მესი, ვილია.
გოლები: 0:1 მესი (16), 0:2 ინიესტა (18), 0:3 აკასიეტე (26 ს.კ.), 0:4 პედრო (34), 0:5 მესი (36), 0:6 კრკიჩი (61), 0:7 მესი (66), 0:8 კრკიჩი (72)
გაფრთხილება: ვარგასი, ბერნარდელო - ტ. ალკანტარა
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 10-6; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 9-18 (2-13); ბურთის ფლობა: 29%-71%.
მაყურებელი: 17 000

რეალი-ბილბაო 5:1

რეალი (4-2-3-1): კასილიასი - ს. რამოსი, პეპე, რ. კარვალიო, მარსელო - ხედირა (67. ლ. დიარა), ჩაბი ალონსო - დი მარია, იოზილი (77. გრანერო), რონალდო - იგუაინი (75. ბენზემა).
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, უსტარიცი (46. აურტენეჩე), ამორებიეტა - ორბაისი, ხ. მარტინესი - სუსაეტა, მუნიაინი (59. ი. პერესი), გაბილონდო (73. დ. ლოპესი) - ლორენტე.
გოლები: 1:0 იგუაინი (19), 2:0 რონალდო (30), 2:1 ლორენტე (40), 3:1 ს. რამოსი (57-პენ), 4:1 რონალდო (62), 5:1 რონალდო (92-პენ)
გაფრთხილება: ჩაბი ალონსო, რ. კარვალიო - სან ხოსე, ამორებიეტა
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 10-15; თამაშგარე: 3-6; კარში დარტყმა: 16-14 (6-6); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 75 000

ესპანიოლი-ერკულესი 3:0

ესპანიოლი (4-2-3-1): კამენი - ხ. ლოპესი, ამატი, ფორლინი, დიდაცი - ბაენა, ხ. მარკესი - ლ. გარსია, ვერდიუ (72. ს. გარსია), კალეხონი (59. დატოლო) - ოსვალდო (87. ალვარო).
ერკულესი (4-2-3-1): კალატაიუდი - კორტესი (66. ტოტე), პამარო, როდრიგესი, პულჰაკი - აგილარი, ფრიტცლერი (73. კრისტიანი) - კიკო, ვალდესი (80. უნაი ალბა), ტომერი - ტრეზეგე. 
გოლები: 1:0 ვერდიუ (14), 2:0 ოსვალდო (80-პენ), 3:0 ლ. გარსია (90-პენ)
გაფრთხილება: მარკესი, ლ. გარსია, ოსვალდო - ვალდესი
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 25-17; თამაშგარე: 5-8; კარში დარტყმა: 7-12 (5-5); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 30 000

დეპორტივო-მალაგა 3:0

დეპორტივო (5-4-1): არანსუბია - მ. პაბლო, კოლოტო, აიტამი, ლოპო, სეოანე - დეზმარე, ხ. როდრიგესი, რ. პერესი (80. ხ. დომინგესი), ადრიანი (86. საული) - დიონი (68. პ. ალვარესი). 
მალაგა (4-4-2): არნაუ - ხ. გამესი, კრისი, ველიგტონი, მტილიგა - ელიზეუ, ს. სილვა (69. ხუანიტო), რესიო, დუდა (59. ედინიო) - ბა (59. ქუინსი), პორტილიო.
გოლები: 1:0 ადრიანი (22-პენ), 2:0 კოლოტო (30), 3:0 პ. ალვარესი (83)
გაფრთხილება: კოლოტო, მ. პაბლო, სეოანე - ს. სილვა, დუდა
კუთხური: 7-11; ჯარიმა: 18-10; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 8-14 (3-4); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 25 000

ლევანტე-რასინგი 3:1

ლევანტე (4-2-3-1): რეინა - ვენტა, ბალესტეროსი, ნანო, ხუანფრანი - სერხიო (59. პალიარდო), ხ. ტორესი - ნადალი (85. მონო), სტუანი, ხუანლუ - კაისედო (66. რ. სუარესი).
რასინგი (4-2-3-1): ტონიო - ფრანსისი, ენრიკე, ტორეხონი, სისმა - დიოპი, კოლსა - კენედი (31. კრისტიანი), ბოლადო (57. ლასენი), მუნიტისი - როზენბერგი (66. ნაუელპანი).
გოლები: 1:0 კაისედო (23), 2:0 კაისედო (26), 3:0 სტუანი (42), 3:1 ლასენი (87)
გაფრთხილება: ხუანლუ, კაისედო - ენრიკე, დიოპი, მუნიტისი
გაძევება: სისმა (26)
კუთხური: 7-0; ჯარიმა: 22-17; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 18-15 (10-4); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 12 000

ოსასუნა-სპორტინგი 1:0

ოსასუნა (4-2-3-1): რიკარდო - დამია, სერხიო, მ. ფლანიო, ნელსონი - პუნიალი, ნეკუნამი - ხუანფრანი (77. კამუნიასი), სორიანო (87. ვადოცი), მასუდი - არანდა (14. ლეკიჩი).
სპორტინგი (4-2-3-1): ხ. პაბლო - ლორა, ი. ერნანდესი, გრეგორი, ანხელი - რივერა, ეგურენი (74. აიოსე) - ნ. ნოვო (75. ლ. მორანი), კარმელო, დე ლას კუევასი (82. მენდესი) - ბარალი.
გოლი: 1:0 მასუდი (53)
გაფრთხილება: ნეკუნამი, სერხიო, პუნიალი, სორიანო - კარმელო, ბარალი
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 22-20; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 13-9 (2-0); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 18 000

სევილია-მალიორკა 1:2

სევილია (4-4-2): პალოპი - დაბო, ალექსისი, ესკუდე, ლუნა (80. რომარიკი) - ალფარო (46. კონკო), რენატო, ჩიგარინი (46. ლ. ფაბიანო), პეროტი - კანუტე, ნეგრედო.
მალიორკა (4-2-3-1): ავატე - სენდროსი, ნუნიეში, რამისი (58. რუბენი), აიოსე - ხ. ვიქტორი, მარტი - პერეირა (67. ნსუე), დე გუზმანი, კასტრო (90. კევინი) - ვებო.
გოლები: 0:1 პერეირა (35), 1:1 ლ. ფაბიანო, 1:2 ვებო (89)
გაფრთხილება: ალფარო, ლუნა - ნუნიეში
კუთხური: 3-0; ჯარიმა: 8-12; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 11-17 (2-8); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 40 000

რეალ სოსიედადი-ატლეტიკო 2:4

რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - მარტინესი, მ. გონსალესი, ანსოტეგი, დე ლა ბელა - რივასი, არანბურუ - ჩ. პრიეტო, ზურუტუზა, გრიზმანი - ხ. ლორენტე
ატლეტიკო (4-4-2): დე ხეა - პერეა, უიფალუში, გოდინი, ა. ლოპესი - რეიესი, მ. სუარესი, ტიაგო, სიმაო - ფორლანი, აგუერო.

ხეტაფე-სარაგოსა დღეს


თ მ ფ წ ბ ქ

1. რეალი 12 10 2 0 33-6 32
2. ბარსელონა 12 10 1 1 33-8 31
3. ვილიარეალი 12 7 3 2 23-12 24
4. ესპანიოლი 12 7 1 4 12-13 22
5. ვალენსია 12 6 3 3 17-12 21
6. სევილია 12 6 2 4 19-19 20
7. მალიორკა 12 5 3 4 13-13 18
8. ატლეტიკო 11 5 2 4 16-12 17
9. სოსიედადი 11 5 1 5 14-14 16
10. ბილბაო 12 5 1 6 20-23 16
11. ოსასუნა 12 4 3 5 12-13 15
12. დეპორტივო 12 3 5 4 11-15 14
13. ხეტაფე 11 4 1 6 15-18 13
14. ერკულესი 12 3 3 6 11-19 12
15. ლევანტე 12 3 2 7 13-20 11
16. რასინგი 12 3 2 7 10-19 11
17. სპორტინგი 12 2 4 6 10-18 10
18. მალაგა 12 3 1 8 15-25 10
19. ალმერია 12 1 6 5 8-18 9
20. სარაგოსა 11 1 4 6 11-19 7

ბომბარდირები: 14 - რონალდო (რეალი); 13 - მესი (ბარსელონა); 9 - ლორენტე (ბილბაო); 8 - როსი (ვილიარეალი); 7 - ნილმარი (ვილიარეალი), იგუაინი (რეალი); 6 - ვილია (ბარსელონა), ტრეზეგე (ერკულესი); 5 - ნეგრედო (სევილია), ფორლანი (ატლეტიკო); 4 - დ. კასტრო (სპორტინგი), ვალდესი (ერკულესი), გაბილონდო (ბილბაო).


სეგუნდა დივიზიონი. XIII ტური

ბარსელონა B-უელვა  1:1
გოლები: 1:0 სორიანო (23), 1:1 ნიგუესი (85)
გაძევება: ლოსანო (82. ბარსელონა), ნიგუესი (85. უელვა)
სალამანკა-ლას პალმასი 4:2

გოლები: 0:1 გერერო (4), 1:1 კ. ლოპესი, 1:2 გერერო (54), 2:2 გოიკოეჩეა (71), 3:2 კ. ლოპესი (78), 4:2 მორატონი (84)

რაიო ვალეკანო-პონფერადინა 3:1
გოლები: 1:0 არმენტეროსი (37), 2:0 არმენტეროსი (40), 2:1 საისარი (53), 3:1 არმენტეროსი (89-პენ)

ხიმნასტიკი-უესკა 0:0
გაძევება: სორიბასი (73. უესკა)

ელჩე-ხირონა 0:0

კარტახენა-ბეტისი 2:1
გოლები: 0:1 რ. კასტრო (62), 1:1 ტოჩე (85), 2:1 ტოჩე (86)
გაძევება: ეჩებარია (75. ბეტისი), როკე (87. ბეტისი)

ხერესი-ვალიადოლიდი 4:0
გოლები: 1:0 ხოსე მარი (56), 2:0 რედონდო (64), 3:0 ხოსე მარი (87), 4:0 ხოსე მარი (90)

ნუმანსია-გრანადა 3:2
გოლები: 1:0 გარმენდია (7), 2:0 ინიგო (23), 2:1 მენსა (57), 3:1 სედრიკი (72), 3:2 ბენიტესი (85)

კორდობა-ვილიარეალი B 0:0
გაძევება: შარლი (35. კორდობა), კორია (82. ვილიარეალი)

სელტა-ალბასეტე 3:1
გოლები: 1:0 დ. როდრიგესი (2), 1:1 აბენგოსარი (37-პენ), 2:1 ტომასი (77), 3:1 ტრაშორასი (88)
გაძევება: დე ლერმა (68)

ტენერიფე-ალკორკონი 1:0
გოლი: 1:0 ნინო (54)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბეტისი 13 9 2 2 31-12 29
2. ვალეკანო 13 8 3 2 23-13 27
3. სელტა 13 7 4 2 25-15 25
4. სალამანკა 13 7 2 4 17-14 23
5. ბარსელონა B 13 7 2 4 21-19 23
6. ვალიადოლიდი 13 6 3 4 20-17 21
7. ხერესი 13 6 1 6 20-22 19
8. გრანადა 13 5 3 5 23-18 18
9. ლას პალმასი 13 4 6 3 23-21 18
10. კარტახენა 13 5 3 5 18-17 18
11. ნუმანსია 13 5 3 5 15-14 18
12. ალკორკონი 13 5 2 6 17-19 17
13. ელჩე 13 4 5 4 9-11 17
14. ვილიარეალი B 13 5 2 6 16-22 17
15. ხირონა 13 4 4 5 19-17 16
16. კორდობა 13 3 6 4 16-16 15
17. უესკა 13 2 6 5 6-13 12
18. პონფერადინა 13 3 3 7 11-26 12
19. ხიმნასტიკი 13 2 5 6 10-13 11
20. ალბასეტე 13 2 5 6 10-15 11
21. უელვა 13 1 8 4 9-15 11
22. ტენერიფე 13 2 4 7 10-20 10

ბომბარდირები: 11 - ქუინი (ალკორკონი), გეიხო (გრანადა); 9 - არმენტეროსი (რაიო ვალეკანო); 8 - რუბენ კასტრო (ბეტისი), ტოჩე (კარტახენა); 7 - ხავი გუერა (ვალიადოლიდი), დ. როდრიგესი (სელტა)

 

მკითხველის კომენტარები / 2 /
სგ ავტორ რა სგ! აი ნამუშევარიი! ისე ძაან მაგარი საიტია და რატო არ აკომენტარებენ?? ადმინ მწერლობა მინდა და რვქნა??? სტატუსს მომცემთ?
qobuletski fan
22:54 22-11-2010
0
მოგეხსენებათ, 23-24 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურის შეხვედრები იმართება. გამორჩეული შეხვედრა უდავოდ ,,აიაქსი“-,,რეალია“. თუმცა, სჯობს თანმიმდევრობას მივყვეთ.

E ჯგუფი
რომა-ბაიერნი:ამ შეხვედრაში გამარჯვებულის გამოვლენა, ცოტა არ იყოს, რთულია. მიუნხენელებს ფაქტიურად განაღდებული აქვთ მერვედფინალის საგზური და სამი ქულა დიდად ნამდვილად არ სჭირდებათ. აი, ,,რომას“ კი, თუ უნდა, რომ მერვედფინალში ამოჰყოს თავი, სამი ქულა აუციბლებლად უნდა აიღოს ,,ბაიერნთან“. ვარაუდი:2:1.

ბაზელი-კლუჟი: ამ შვეიცარიულ-რუმინული ჯახის პროგნოზირება საკმაოდ მიჭირს. ქვე-ჯგუფში ორივე გუნდს თანაბარი, 3-3 ქულა აქვთ და ორივეს რასაკვირველია მოგება უნდა. შეხვედრის გამარჯვებული ევროპის ლიგის საგზურისთვის უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს გადადგამს. ვარაუდი:2:0.

F ჯგუფი
ჩელსი-ჟილინა:,,არისტოკრატებს“ ფლეი-ოფის საგზური, კარგა ხანია განაღდებული აქვთ და ამ მატჩში, ალბათ დიდად არ მოიკლავენ თავს. თუმცაღა, არამგონია უქულო ,,ჟილინამ“ რაიმე დაუპირისპიროს ბოლო დროს მცირე კრიზისში მყოფ ,,ჩელსის“. ვარაუდი:3:0.

სპარტაკი-მარსელი:აი აქ, ძალზედ დიდი ბრძოლა გაიჩაღება. მოსკოველებმა ბოლო ორი შეხვედრა ,,ჩელსისთან“ ითამაშეს და ორივეჯერ დამარცხდნენ-0:2, 4:1. ფრანგებმა კი პირიქით, ბოლო ორი გამართული შეხვედრა სამი ქულის აღებით დაასრულეს-,,ჟილინას“ მოუგეს 1:0 და 0:7. ფლეი-ოფისთვის ორივე გუნდი იბრძვის და ზემოთაც მოგახსენეთ, რომ დიდი ბრძოლა გაიმართება აქ. ვარაუდი:2:1.

G ჯგუფი
აიაქსი-რეალი:ჟოზე მოურინიოს მიერ ჩამოყალიბებულმა ბრწყინვალე ,,რეალმა“ მერვედფინალის საგზური ნაადრევად გაინაღდა და მადრიდელებისთვის ეს მატჩი განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ წარმოადგენს. ამსტერდელებმა კი განაცხადეს, რომ მერვედფინალისთვის ვიბრძოლებთო. ჰოდა, თუ ბრძოლა უნდათ, ,,სამეფო კლუბი“ უნდა დაამარცხონ თავიანთ ,,ამსტერდამ არენაზე“. ვარაუდი:1:1.

ოსერი-მილანი:არც ერთ გუნდს ჯერ არაფერი არ აქვს განაღდებული, მითუმეტეს ,,მილანს“. როგორც ფრანგებისთვის, ისევე იტალიელებისთვის ეს მატჩი მნიშვნელოვანია და ორივე გუნდი მოგებისთვის იბრძოლებს, თუმცა ფავორიტობას მაინც ,,როსონერის“ მივანიჭებდი. ვარაუდი:0:1.

H ჯგუფი
ბრაგა-არსენალი:ლონდონელებს ყველაფერი გადაწყვეტილი აქვთ-მერვედფინალის საგზური მათი კუთვნილებაა. პორტუგალიელებს კი მოგება მართებთ, თუ ფლეი-ოფის საგზურისთვის სურთ ბრძოლა. ერთს დავამატებდი:პირველ წრეში, ,,ემირეითზე“ არსენ ვენგერის ბიჭებმა ქვა-ქვაზე არ დატოვეს ,,ბრაგასგან“-6:0. ვარაუდი:2:1.

პარტიზანი-შახტარი:დონეცკელებს ლონდონელებივით აქვთ მდგომარეობა, თუმცა ეს მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ დროს შეეცვალოთ. თუმცა, ,,პარტიზანს“ ამ სეზონში ქულა არ აუღია და არამგონია, რაიმე გააკეთოს ამ შეხვედრაში. ვარაუდი:0:1.

ავტორი: გიორგი ფულარიანი

თუ მოგეწონა ადმინ, დადე რა გთხოვ ეს სტატია სპორტალზე :)

ადმინისტრაცია: გიორგი, თქვენი ნამუშევარი კარგია, მაგრამ საიტზე გვაქვს ამ თემაზე სტატია და ორივეს ერთად ვერ დავდებთ.
giorgi
13:27 23-11-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული