ესპანეთი. ლა ლიგა. XI ტურის წინ: ალონსო მზადაა, რამოსი - არა [VIDEO]

AutoSharing Option
პრიმერას მე-11 ტური ოთხი თამაშით გაგრძელდება, რომელთაგანაც ყველაზე დიდ ინტერესს, რა თქმა უნდა, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გასამართი მატჩი იწვევს.

"კლასიკოში" დამარცხების შემდეგ "სამეფო კლუბს" საკუთარი ქომაგების წინაშე რეაბილიტაციის შანსი ეძლევა, თუმცა "რეალს" იოლი მეტოქე ნამდვილად არ ჰყავს - "სევილიამ" ფორმა აკრიფა და ბოლო 5 შეხვედრაში 11 ქულა მოაგროვა, ივან რაკიტიჩმა კი უკვე 5 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაშიც გაერია.

როგორც წესი, "მერენგესი" მეტოქეს შინ იოლად უგებს - "ბერნაბეუზე" გამართული ბოლო 5 მატჩი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა, სულ კი პრიმერას უკანასკნელი 7 ურთიერთშეხვედრიდან
"რეალმა" 6 მოიგო და მხოლოდ ერთი წააგო.

კარლო ანჩელოტის ჩაბი ალონსო დაუბრუნდა, რომელიც თუ მატჩის განაცხადში მოხვდა, სათადარიგოთა სკამზე იქნება. სამაგიეროდ, საეჭვოა "სევილიას" ყოფილი ფეხბურთელის, სერხიო რამოსის თამაში - რამოსმა "ბარსასთან" მცირე დაზიანება მიიღო და უკანასკნელი ვარჯიში გამოტოვა.

მოსალოდნელია, რომ იტალიელი სპეციალისტი კვლავ 4-2-3-1 სქემას დაუბრუნდება და ძირითადში ისკოს და ბენზემას დააბრუნებს, ბეილი კი სკამზე გადაჯდება.

29 ოქტომბრი
ესპანიოლი-მალაგა 0:0
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - მატიონი, სიდნეი, ე. მორენო, ხუან ფუენტესი - ვიქტორ სანჩესი, დავიდ ლოპესი - ჯ. კორდობა (46. სტუანი), პიცი (46. ლანსაროტე), სიმაო (73. ტიევი) - სერხიო გარსია
მალაგა (4-4-2): ვ. კაბალიერო - ხესუს გამესი, სერხიო სანჩესი, ველიგტონი, ანტუნეში - პორტილიო (77. ბ. ანდერსონი), ტისონე, დარდერი (90. ი. კამაჩო), ელიზეუ - სანტა კრუსი, ოლინგა (82. ხუანმი)
გაფრთხილება: დავიდ ლოპესი - ტისონე, ოლინგა, ველიგტონი
კუთხური: 8-6; ჯარიმა: 20-11; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 12-14 (3-5); ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 22 437

სელტა-ბარსელონა 0:3
გოლები: 0:1 ა. სანჩესი (9), 0:2 იოელი (48-საკ. კარში), 0:3 ფაბრეგასი (54)
სელტა (4-2-3-1): იოელი - უგო მალიო, კაბრალი, ფონტასი, აურტენეჩე (55. ტონი) - ალექს ლოპესი, ბორხა ოუბინა - ა. ფერნანდესი (59. სანტი მინა), რაფაელ ალკანტარა, ნოლიტო (69. ფ. ორელიანა) - შარლესი
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, ბარტრა, პუიოლი, ადრიანო (31. მონტოია) - ფაბრეგასი (70. ინიესტა), ბუსკეტსი, ა. სონგი - ა. სანჩესი (83. ტელიო), მესი, პედრო
გაფრთხილება: რაფაელ ალკანტარა, ა. ფერნანდესი, კაბრალი - ფაბრეგასი
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 17-12; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 12-19 (4-7); ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 26 636
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
30 ოქტომბერი
ვალიადოლიდი-სოსიედადი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბარმეტლერი, ოსორიო, ვიქტორ პერესი - ელუსტონდო, დანი ესტრადა, გრანერო, იფრანი
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +6 =6 -12 (25:42)
ბოლო 6 მატჩი
+1 =3 -2 (9-11) +2 =2 -2 (7-7)

ვალენსია-ალმერია 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: არავინ
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +6 =1 -1 (17:7)
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 (8-8) +0 =1 -5 (3-12)

რეალი-სევილია 01:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - მარინი, ფასიო, ჩერიშევი, სისინიო
ურთიერთშეხვედრები
სულ 38 თამაში: +25 =3 -10 (91:52)
ბოლო 6 მატჩი
+4 =0 -2 (12-7) +3 =2 -1 (12-9)
სავარაუდო შემადგენლობები:
რეალი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - კარვახალი, პეპე, ვარანი, მარსელო - მოდრიჩი, ილიარამენდი - დი მარია, ისკო, კრიშტიანო რონალდო - ბენზემა
სევილია (4-2-3-1): ბეტუ - დ. ფიგეირაში, პარეხა, კარიკო, ა. მორენო - მბია, კრისტოფორო - ხაირო სამპერიო, რაკიტიჩი, ვიტოლო - გამეირო

ოსასუნა-ვალეკანო 01:00
დისკვალიფიკაცია: საულ ნიგესი (რაიო ვალეკანო)
ტრავმა: სისი, ე. არმენტეროსი, ლოე, ნინო - გალეანო, ზე კასტრო, სება ფერნანდესი, ხოსე კარლოსი
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +5 =7 -5 (14:20)
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 (5-6) +2 =0 -4 (3-12)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული