ესპანეთი. ლა ლიგა. XI ტური: "ბარსას" წაუგებელი სერია და პრობლემა მარცხნივ [VIDEO]

AutoSharing Option
ლა ლიგის XI ტური ორი მატჩით დაიწყო, რომლებშიც კატალონიური გუნდები მონაწილეობდნენ. "ესპანიოლმა" "მალაგასთან" ვერაფერი გააწყო და მშვიდობიანად დაშორდა.

"სელტასთან" განადგურების შემდეგ (0:5) ბერნდ შუსტერის გუნდისთვის "კორნელია ელ პრატიდან" წაღებული ქულა საკმაოდ კარგი შედეგია.

"ბარსელონამ" კი ვიგოში იმარჯვა, რაშიც უდიდესი წვლილი სესკ ფაბრეგასმა შეიტანა. 26 წლის ნახევარმცველმა ერთი გოლი თავად გაიტანა, მის ორ დარტყმას კი კიდევ ორი გოლი მოჰყვა - მე-9 წუთზე სესკის დარტყმა იოელმა ალექსის სანჩესისკენ მოიგერია, რომელმაც ლა ლიგაში თავისი მე-6 ბურთი გაიტანა და "ბარსელონაში" ჩატარებული მე-100 მატჩი სათანადოდ
აღნიშნა. 48-ე წუთზე კი ფაბრეგასმა საჯარიმოს გარედან გაისროლა, ბურთი ჯერ ხარიხას მოხვდა, შემდეგ კი "სელტას" გოლკიპერს და ანგარიში 0:2 გახდა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ავტოგოლისა, "მარკამ" მასპინძელთა რიგებში ყველაზე მაღალი შეფასება (6,5) სწორედ იოელს დაუწერა.

მატჩის შემდეგ კმაყოფილი იყო ხერარდო მარტინო, რომელმაც კვლავ მიმართა როტაციას და "ელ კლასიკოს" გმირი ნეიმარი, ჩავი და მასკერანო სათადარიგოთა სკამზე დასვა.

"საბოლოო ჯამში, მშვიდად მოვიგეთ. პირველ ტაიმში რამდენიმე წუთის განმავლობაში პრობლემები გვქონდა, მაგრამ მეორე ნახევარში შეხვედრას მთლიანად ვაკონტროლებდით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მეორე გოლი, რომელიც ტაიმის დასაწყისში გავიტანეთ. დამაგვირგვინებელ ფაზაში ცოტას კი ვცოდავდით, მაგრამ მთლიანობაში, საკმაოდ კარგად ვითამაშეთ," - განაცხადა მარტინომ.

აქვე აღვნიშნოთ, რომ შეხვედრის 31-ე წუთზე ტრავმა მიიღო ადრიანომ, რაც "ბარსელონასთვის" დიდი პრობლემაა, ვინაიდან კვლავ დაშავებულია ჟორდი ალბა, ბრაზილიელის დაზიანებით კი "ბარსას" ჯანმრთელი მარცხენა მცველი აღარ დარჩა.

პარასკევს კატალონიური დერბია, რომელშიც მონაწილეობას ვერც ადრიანო მიიღებს და ვერც ალბა.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

***
მე-11 ტური ოთხი მატჩით დასრულდება, რომელთაგანაც ყველაზე დიდ ინტერესს გრანადაში გასამართი შეხვედრა იწვევს - მეორე ადგილზე მყოფი "ატლეტიკო" "ნუევო ლოს კარმენესიდან" 3 ქულის წამოღებას ეცდება. ანდალუსიელები პრიმერაში გადასვლის შემდეგ საკუთარ მოედანზე ძალიან კარგად თამაშობდნენ, მაგრამ წელს ლუკას ალკარასის გუნდი ამ მხრივ აშკარად მოიკოჭლებს - შინ ჩატარებული 5 მატჩიდან "გრანადამ" მხოლოდ ერთი მოიგო ("ბილბაოსთან") და 4 წააგო.

საინტერესოა, რომ ეს გუნდები ერთმანეთს სულ 4-ჯერ შეხვდნენ და "გრანადამ" ამ 4 მატჩში "როხიბლანკოს" გოლიც კი ვერ გაუტანა, თუმცა ერთხელ ქულა კი გამოგლიჯა. დიეგო სიმეონეს არ ეყოლება ლეო ბაპტიშტაო, სამაგიეროდ, შეიძლება დაბრუნდეს ერთ-ერთი ლიდერი არდა თურანი, რომელმაც "ბეტისთან" (5:0) არ ითამაშა. მასპინძლებს კი პიტი, იებდა, მატიას კამპოსი და დანი ბენიტესი აკლიათ.

"ელ მადრიგალზე" ერთმანეთს კარგ ფორმაში მყოფი ორი გუნდი დაუპირისპირდება - "ვილიარეალი", რომელიც მეოთხე ადგილზეა და შესანიშნავად ასპარეზობს, ხვდება "ხეტაფეს", რომელმაც 4-მატჩიანი მოგებათა სერია წინა ტურში, ბილბაოს "ატლეტიკთან" დაასრულა.

თავად "ბილბაო" კი "ელჩეს" უმასპინძლებს და ახალ "სან მამესზე" 4-მატჩიანი წაუგებელი სერიის (3 მოგება, 1 ფრე) გაგრძელებას ეცდება. შეგახსენებთ, რომ სეზონში პირველი საშინაო მატჩი "ატლეტიკმა" "ანოეტაზე" ჩაატარა. თუ "ვილიარეალმა" ვერ მოიგო, 3 ქულის აღების შემთხვევაში, ერნესტო ვალვერდეს შეგირდები მეოთხე ადგილზე გადავლენ.

საშინლად მოთამაშე "ბეტისი" კი "ლევანტეს" უმასპინძლებს, რომელიც წელს გასვლაზე ძალიან კარგად თამაშობს - ვალენსიელებმა სტუმრად ჩატარებულ 5 შეხვედრაში 10 ქულა მოაგროვეს და ერთადერთი მარცხი პირველ ტურში, "ბარსელონასთან" განიცადეს (0:7).

პეპე მელის გუნდმა ბოლო 5 ტურში მხოლოდ 3 ქულა აიღო (1 მოგება და 4 წაგება) და ამჯერადაც თუ ვერ იმარჯვა, დიდი შანსია, "ბეტისი" მწვრთნელის გარეშე დარჩეს.

ლა ლიგა. XI ტური

30 ოქტომბერი
ვალიადოლიდი-სოსიედადი 2:2
გოლები: 0:1 გრიზმანი (16), 0:2 გრიზმანი (53), 1:2 დ. ლარსონი (76), 2:2 ხავი გერა (78)
ვალიადოლიდი (4-2-3-1): დიეგო მარინიო – რუკავინა, მარკ ვალიენტე, ხესუს რუედა, პენია – ბარახა (46. ა. რუბიო), ფ. როსი – ებერტი, დ. ლარსონი, რამა (67. ო. რამოსი) – ხავი გერა (87. სუბი)
სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო – კ. მარტინესი, მ. გონსალესი, კადამურო, დე ლა ბელია – ბერგარა, სურუტუსა – ველა, ჩაბი პრიეტო, გრიზმანი (77. რუბენ პარდო) – სეფეროვიჩი (70. აგირეჩე)
გამოუყენებელი პენალტი: ებერტი (90. ვალიადოლიდი)
გაფრთხილება: ხესუს რუედა, ებერტი, ფ. როსი, ა. რუბიო – მ. გონსალესი
კუთხური: 11-4; ჯარიმა: 15-7; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 18-16 (7-6); ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 16 000

ვალენსია-ალმერია 1:2
გოლები: 1:0 ჟონასი (33-პენ), 1:1 ტორსილიერი (62), 1:2 ალექს ვიდალი (70)
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში – ჟოაო პერეირა, რ. კოშტა, მატიო, გუარდადო (40. ბერნატი) – ხავი ფუეგო, პარეხო – ფეგული (82. პაკო ალკასერი), ჟონასი, კარტაბია (62. კანალესი) – ელდერ პოშტიგა
ალმერია (5-2-2-1): ესტებანი – ნელსონი, ტრუხილიო, ტორსილიერი, პელერანო (46. ალექს ვიდალი), დუბარბიერი – ვერსა, აზიზი – ელდერ ბარბოსა (57. სორიანო), სუსო – როდრი (88. ოსკარ დიასი)
გაფრთხილება: - დუბარბიერი, ელდერ ბარბოსა, პელერანო, ნელსონი, სუსო
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 14-17; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 19-8 (7-4); ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 27 500

ოსასუნა-ვალეკანო 3:1
გოლები: 1:0 ოიერი (1), 2:0 ორიოლ რიერა (13), 3:0 რ. ტორესი (58), 3:1 გალვესი (71)
ოსასუნა (4-4-1-1): ანდრეს ფერნანდესი – ოიერი, ლოტიე, არიბასი, ორიოლი (81. ფლანიო) – სეხუდო (67. პუნიალი), ლოე, ფ. სილვა, რ. ტორესი – დე ლას კუევასი – ორიოლ რიერა (83. მანუელი)
ვალეკანო (4-2-3-1): რუბენი – ტიტო, გალვესი, საულ ნიგესი, არბილია – ადრიანი, ტრაშორასი – ბანგურა, ხ. ვიერა, იაგო ფალკე (64. ადრი ემბარბა) – ა. ბუენო (59. ლარივეი)
გაფრთხილება: - საულ ნიგესი, არბილია
გაძევება: დე ლას კუევასი (66. ოსასუნა)
კუთხური: 5-10; ჯარიმა: 10-9; თამაშგარე: 3-7; კარში დარტყმა: 10-21 (6-5); ბურთის ფლობა: 30%-70%
მაყურებელი: 11 109

რეალი-სევილია 7:3
გოლები: 1:0 ბეილი (14), 2:0 ბეილი (27), 3:0 რონალდო (32-პენ), 3:1 რაკიტიჩი (38-პენ), 3:2 ბაკა (40), 4:2 ბენზემა (53), 5:2 რონალდო (60), 5:3 რაკიტიჩი (63), 6:3 რონალდო (71), 7:3 ბენზემა (80)
რეალი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი – არბელოა, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო – ილიარამენდი (64. ჩაბი ალონსო), ხედირა (82. დი მარია) – ბეილი, ისკო (71. მოდრიჩი), რონალდო – ბენზემა
სევილია (5-4-1): ბეტუ – დ. ფიგეირაში, კარიკო, პარეხა, ფ. ნავარო, ა. მორენო – ხაირო სამპერიო (62. პეროტი), მბია, რაკიტიჩი, ვიტოლო (83. რეიესი) – ბაკა (62. გამეირო)
გამოუყენებელი პენალტი: რაკიტიჩი (74. სევილია)
გაფრთხილება: სერხიო რამოსი, არბელოა, ხედირა – ა. მორენო, მბია
გაძევება: მბია (76. სევილია)
კუთხური: 2-1; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 18-16 (10-6); ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 76 453
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

31 ოქტომბერი
ვილიარეალი-ხეტაფე 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: იოკიჩი, ფარინოსი - ა. აროიო
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +11 =3 -4 (30:21)
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 (9-5) +4 =0 -2 (10-6)

გრანადა-ატლეტიკო 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კამპოსი, პიტი, იებდა, დანი ბენიტესი - არდა თურანი, ლეო ბაპტიშტაო
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +0 =1 -3 (0:8)
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 (3-6) +5 =0 -1 (12-3)

ბილბაო-ელჩე 01:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მუნიაინი, იბაი გომესი, კიკე სოლა - საპუნარუ, ა. ხიმენესი, ედუ ალბაკარი
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 (8-7) +3 =0 -3 (7-7)

ბეტისი-ლევანტე 01:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვერდუ, პაულაო, რუბენ კასტრო, სერხიო როდრიგესი, ედერ ვილარჩაო - პალიარდო
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +5 =3 -6 (21:19)
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 (4-12) +3 =2 -1 (10-6)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. XI ტურის წინ: ალონსო მზადაა, რამოსი - არა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული