"კარგი, ოღონდ მამაშენმა აღარ დამირეკოს!" - ალვარესისა და უმცროსი სიმეონეს სახალისო ამბავი

AutoSharing Option
Marca-ს ინფორმაციით, დიეგო სიმეონემ ხულიან ალვარესი "ატლეტიკოში" გადასვლაზე მობილურზე საუბრით დაითანხმა. 

"მანჩესტერ სიტის" ფორვარდი მადრიდულ გუნდში 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავა. ამ თანხას 20 მილიონის ბონუსიც შეიძლება დაემატოს. ამ ტრანსფერში გადამწყვეტი როლი "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა ითამაშა. 

კარიერის ესპანეთში გაგრძელებაზე ალვარესის დათანხმებას უმცროსი "ჩოლიტო", ჯულიანო სიმეონეც ცდილობდა - ფეხბურთელები ერთად არგენტინის ოლიმპიურ ნაკრებში იმყოფებოდნენ. 

Marca-ს ცნობით, ერთ-ერთი საუბრის დროს ხულიანი ჯულიანოს ეხუმრა: "კარგი, აღარ გააგრძელო, გადავალ "ატლეტიკოში", ოღონდ მამაშენმა აღარ დამირეკოს!" 

ალვარესი "სიტიში" 2022 წელს გადავიდა. "ქალაქელთა" რიგებში არგენტინელმა, ჯამში, 103
მატჩი ჩაატარა და 36 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული