მოურინიომ ბარსელონა გაიხსენა

AutoSharing Option
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "ბარსელონასთან" მატჩის წინ კატალონიურ კლუბში მუშაობის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ამჟამად "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის ლუი ვან გაალის თანაშემწე იყო.

"ვან გაალის პატივისცემა პიროვნული ღირსებებითა და ფეხბურთის ცოდნით დავიმსახურე. ბევრს ვმუშაობდი და ბოსის სრულიად ერთგული ვიყავი, ვცდილობდი ყოველ მატჩში რაიმე სასარგებლო აღმომეჩინა. განსაკუთრებით კლუბისთვის მძიმე დროებისას დავმეგობრდით. მასთან ყოველთვის გულახდილი ვიყავი და რასაც ვფიქრობდი ვეუბნებოდი, იმ შემთხვევაშიც კი თუ მას ამის გაგონება არ სურდა. ლუის ეს მოსწონდა.ერთხელ, გუნდის მწვრთნელების შეკრებაზე კამათი დავუწყე, მან თავის სხვა ასისტენტებს ჩემზე
მიუთითა და თქვა: "ჟოზე ერთადერთია თქვენს შორის, რომელიც მეუბნება რასაც ფიქრობს, და არა იმას რისი გაგებაც მინდა.ჩვენ დღემდე კარგი მეგობრები ვართ. ამიტომ ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ფინალის შემდეგ მისი ნახა ძალიან მძიმე იყო ჩემთვის. ვან გაალი - შესანიშნავი ადამიანი და მწვრთნელია", - განაცხადა მოურინიომ.


მომზადებულია fifa.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული