"სევილიას" თავდამსხმელმა მარჯვენა ფეხის კუნთი დაიზიანა. სავარაუდოდ, ბრაზილიელის გამოჯანმრთელებას ორი კვირა დასჭირდება. ფორვარდი აუცილებლად გამოტოვებს ესპანეთის ჩემპიონატის მატჩებს "ხეტაფესთან" და "ვილიარეალთან", ასევე ევროპის ლიგის შეხვედრას "პსჟ"-სთან.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ლუიშ ფაბიანოს აქტივში პრიმერადივიზიონის მატჩებში ოთხი გატანილი გოლია.
მომზადებულია Reuters-ის მიხედვით