ბარსელონა და ალვეში კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან

AutoSharing Option
"ბარსელონასა" და მის მცველ დანიელ ალვეშს შორის კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკება გაჭიანურდა. მხარეები ახალი კონტრაქტის დეტალებზე ვერ თანმხდებიან, არსებულს კი ვადა 2012 წელს ეწურება.

კლუბისა და ფეხბურთელის ურთიერთობას თვალყურს "მანჩესტერ სიტის" წარმომადგენლები ადევნებენ. თუკი კატალონიური კლუბი და ალვეში ვერ შეთანხმდებიან, "სიტი" უმალ ბრაზილიელის შეძენას შეეცდება.

როგორც ირკვევა, "ბარსელონა" კონტრაქტის გაგრძელებაზე მცველის დათანხმებას კიდევ ერთხელ შეეცდება და თუკი ეს მცდელობაც უშედეგოდ დასრულდება, ალვეშის ინგლისში გადაბარგება სულ უფრო რეალური გახდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული