კლუბისა და ფეხბურთელის ურთიერთობას თვალყურს "მანჩესტერ სიტის" წარმომადგენლები ადევნებენ. თუკი კატალონიური კლუბი და ალვეში ვერ შეთანხმდებიან, "სიტი" უმალ ბრაზილიელის შეძენას შეეცდება.
როგორც ირკვევა, "ბარსელონა" კონტრაქტის გაგრძელებაზე მცველის დათანხმებას კიდევ ერთხელ შეეცდება და თუკი ეს მცდელობაც უშედეგოდ დასრულდება, ალვეშის ინგლისში გადაბარგება სულ უფრო რეალური გახდება.