ნეიტრალური დელ ბოსკე მესის ირჩევს

AutoSharing Option

ესპანეთის ნაკრების თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე "მარკას" გამოუტყდა, რომ "ოქროს ბურთის" ნომინანტთა შორის ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდო და ბასტიან შვაინშტაიგერი აირჩია. საქმე იმაშია, რომ ეროვნული ნაკრების თავკაცს უფლება არა აქვს თავისი გუნდიდან დაასახელოს ფეხბურთელი, ამიტომაც დელ ბოსკეს სამეულში "ფურია როხას" ფეხბურთელები ვერ მოხვდნენ.

დელ ბოსკეს მომავალ "კლასიკოზეც დაეკითხნენ: "ბოლომდე ნეიტრალური დავრჩები და რომელიმე კლუბს არ ვუქომაგებ, რადგან ეროვნული ნაკრების თავკაცისთვის ორივე გუნდი ერთი უნდა იყოს".



 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული