კრიშტიანო რონალდო "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიალს ბოიკოტს უცხადებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი კრიშტიანო რონალდო არ აპირებს "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიალზე დასწრებას, რომელიც 2014 წლის იანვარში გაიმართება.

ამის მიზეზი პორტუგალიელ ფეხბურთელსა და იოზეფ ბლატერს შორის ურთიერთობაში გაჩენილი ხინჯია.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ოქსფორდში ყოფნისას ფიფას პრეზიდენტმა რონალდო გაამასხარავა და მოგვიანებით ამისთვის თავისი "ტვიტერის" მეშვეობით ბოდიშიც მოიხადა, მაგრამ როგორც ჩანს, "რეალის" ლიდერისთვის ეს არასაკმარისი აღმოჩნდა.

რონალდოს არ სურს ბლატერთან პირისპირ შეხვედრა და სწორედ ამიტომ არ აპირებს "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიალზე დასწრებას, თუმცა პორტუგალიელი აღნიშნავს, რომ ფიფას პრეზიდენტთან დაკავშირებით
პრობლემა ამოწურულია.

სხვათა შორის, "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, ხუმრობით თუ სერიოზულად, დაიქადნა, რომ მშობლიურ ქალაქში  ორგანიზებას გაუკეთებს გაფიცვას, თუკი მთავარ პრიზს რონალდოს არ მისცემენ.

ასევე იხილეთ:
მადრიდის "რეალი" ბლატერისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
როგორ გააშაყირა ბლატერმა კრიშტიანო რონალდო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული