ამბობენ, რომ კავანი შეტევაში კარგად შეეწყობა ლეო მესის და პედროს, თუმცა იტალიური წყაროები საპირისპიროს ამტკიცებენ - "კორიერე დელ მასოჯორნო" იუწყება, რომ კავანის გადაწყვეტილი აქვს კარიერა ისევ "სან პაულოზე" გააგრძელოს. დღეისათვის, სამხრეთ ამერიკელს 9 გოლი აქვს სერია A-ში გატანილი.