ვალენსიურ დერბიში მსოფლიოს ჩემპიონი მცველი ხოან კაპდევილა ცუდად დაეცა და კოჭი დაიზიანა. სამედიცინო ტესტების შედეგი გუშინ გახდა ცნობილი - კაპდევილა "ვილიარეალს" 3 კვირით დააკლდება. "ვალენსიასთან" მატჩის 61-ე წუთზე კაპდევილა ჩვეულად ჩაერთო შეტევაში და კოჭი იღრძო. მის ნაცვლად მოედანზე მარკო რუბენი გამოვიდა.
კაპდევილას ტრავმა იშვიათი შემთხვევაა - ბოლო 4 სეზონის განმავლობაში მან მხოლოდ 5 მატჩი გამოტოვა "ელ სუბმარინოს" რიგებში. სხვათა შორის, გუშინ "ვილიარეალის" ექიმებმა შვებით ამოისუნთქეს - მათ ეგონათ, რომ მსოფლიოს ჩემპიონის ტრავმა გაცილებით რთული იყო.
უახლოესი სამი ტურის განმავლობაში კაპდევილას
ადგილს, სავარაუდოდ, ახალგაზრდა ხოან ორიოლი დაიკავებს.