როსელი ვენგერთან ჩავა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ახლად არჩეული პრეზიდენტი სანდრო როსელი სამხრეთ აფრიკაში ჩასვლას აპირებს. მსოფლიოს ჩემპიონატს თავიდანვე ესწრება ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერიც. ისინი ერთმანეთს სესკ ფაბრეგასის სავარაუდო ტრანსფერის დეტალებზე მოსალაპარაკებლად შეხვდებიან. როსელი ფაბრეგასის სანაცვლოდ 40 მილიონო ევროს შეთავაზებას აპირებს. ბრიტანული პრესის ვარაუდით, ლონდონური კლუბი თავისი კაპიტნის ამ ფასად დათმობას ცოცხალი თავით არ დათანხმდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული